ქართული ოცნების განათლების მინისტრები
ქართული ოცნების მმართველობის ექვს წელში განათლების სფეროში 4 მინისტრი შეიცვალა. მიმდინარე კვირაში, კი საქართველოს პარლამენტმა მეხუთე მინისტრი უნდა დაამტკიცოს, მაგრამ ამჯერად არა განათლებისა და მეცნიერების, არამედ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
2012 წლიდან დღემდე განათლების მინისტრები იყვნენ გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა და მიხეილ ჩხენკელი.
გიორგი მარგველაშვილი
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა. ის მინისტრი მხოლოდ ერთი წელი იყო და ახლა საქართველოს პრეზიდენტია.
გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრად მუშაობის მთავარ მიღწევებს შორის გამოყო:
- სისტემის დეპოლიტიზაცია და პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
- სასკოლო ავტობუსების პროგრამა;
- უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;
- უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდა უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლა. ისინი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდნენ.
გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი. 2013 წლის მარტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. სტუდენტების თქმით, მინისტრის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ავტორიზაციის ჩამორთმევის გასამართლებლად იყო ის, რომ თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტები გარიცხეს. სტუდენტების თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოგვიანებით, ავტორიზაციის საბჭომ პოზიცია შეცვალა და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინა.
თამარ სანიკიძე
განათლების მინისტრად თამარ სანიკიძე გიორგი მარგველაშვილმა მას შემდეგ წარადგინა, რაც თავად ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. მინისტრობის კანდიდატად დასახელებამდე სანიკიძე მარგველაშვილის მოადგილე იყო. თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტს სამი წლის განმავლობაში, 2013 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში იკავებდა.
თამარ სანიკიძე
ფოტო: განათლების სამინისტრო
თამარ სანიკიძემაც შეაფასა განათლების მინისტრად მუშაობის წლები და სამწლიან ანგარიშში გამოყო:
- მანდატურის სამსახურის რეფორმა;
- მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;
- ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტების შეცვლა.
თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება აუდიტორია #115-ის მასშტაბური პროტესტი. აუდიტორია #115 უმაღლესი განათლების სისტემას აპროტესტებდა და თვითმმართველობის არსებული რეფორმის ცვლილებას ითხოვდა. მათი თქმით, უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი ისევ არსებობს და ხელისუფლება უნივერსიტეტის საქმიანობაში ერევა.
მინისტრის პოსტი თამარ სანიკიძეს 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა. თამარ სანიკიძე სისტემაში დარჩა და ახლა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს.
ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრი სულ ერთი წელი იყო, თუმცა საზოგადოების ალაპარაკება მალევე მოახერხა.
მინისტრობამდე ალექსანდრე ჯეჯელავა მართვის აკადემიის თავმჯდომარე და მთავარი ტრენერი იყო. ამავდროულად, ლექციებს კითხულობდა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნესის სკოლაში. იყო ლექტორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
დღეს ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრობის პერიოდზე ფიქრისას ყველას ზღაპრებისადმი ყოფილი მინისტრის დამოკიდებულება და ვაშლების პროექტი ახსენდება. გთავაზობთ ალექსანდრე ჯეჯელავას რამდენიმე განცხადებას, რომელიც განხილვის საგანი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო.
- "კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა, მასთან ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია".
- "ისეთი რაღაცეები მახსოვს, რაც აი არაფერში არ გამომდგომია, დაჟე თამადაც ვიყავი და ვთამადობდი და იქაც არ გამომადგა ეს ლექსების სწავლა".
- "მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა გვინდა".
- "სამი წლის წინ, ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები".
ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივები სწავლის პროცესში სახალისო ელემენტების შეტანას, სასკოლო სახელმძღვანელოების შემსუბუქებას, სწავლის პროცესში თამაშების დანერგვასა და დამატებით საგანმანათლებლო გაკვეთილებს უკავშირდებოდა. მინისტრობის დროს, ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის ბუფეტებში საკვების კონტროლზე და ჯანსაღი კვების ხელშეწყობაზეც საუბრობდა, ამ ინიციატივას უკავშირდებოდა სკოლებში, დიდ შესვენებებზე ვაშლების დარიგების პროექტიც, რომელიც მისმა შემცვლელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღარ გააგრძელა.
განათლების მინისტრად დანიშვნის შემდეგ ის ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერად დანიშნა. ალექსადრე ჯეჯელავას საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტზე უნდა ეზრუნა. ამის შემდეგ მან პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.
მაგალითად, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან სავარაუდოდ გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი რადიო თავისუფლების დაცვის თანამშრომელი იყო.
მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და ყველაზე მალე, 8 თვეში თანამდებობა დაატოვებინეს. ჯერჯერობით უცნობია, რჩება თუ არა გუნდში მისი წინამორბედი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი. განათლების მინისტრობამდე მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი იყო.
მან სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია თანამდებობიდან გადაყენებამდე ერთი თვით ადრე გამართა. უცნობია, გააგრძელებს თუ არა ჩხენკელის დაწყებულ საქმეს ახალი განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი.
მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა, რამაც სკოლებში ბულინგისა და ძალადობის პრობლემა გამოააშკარავა. მიხეილ ჩხენკელს ამ მიმართულებითაც ჰქონდა ინიციატივები, მისი მინისტრობის დროს მანდატურის რეფორმაც განხორციელდა.
მიხეილ ბატიაშვილი
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 ივლისს, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, მათ შორის დასახელდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი.
მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სიაში ვკითხულობთ, რომ ბატიაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორია.
ფოტო: პირველი არხი
ამავე დროს, მიხეილ ბატიაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 27 პროცენტის მფლობელია.
-
Disney-ს საკულტო ანიმაციების სიმღერები ჟესტების ენაზე გაცოცხლდა Disney-ს საკულტო ანიმაციების სიმღერები ჟესტების ენაზე გაცოცხლდა
გადახედვა
-
მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში განაპირობებს ძალიან რთულ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან — გია ვოლსკი კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრაზე მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში განაპირობებს ძალიან რთულ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან — გია ვოლსკი კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრაზე
გადახედვა
-
მარკ კარნი: ოტავა კიევის მხარდასაჭერად დამატებით $270 მლნ-ს მიმართავს მარკ კარნი: ოტავა კიევის მხარდასაჭერად დამატებით $270 მლნ-ს მიმართავს
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს ელენე ხოშტარია: როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
გადახედვა
-
მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს
-
გელა ხასაიას საქმეში დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე ბრალდებული ვერ ამოიცნო გელა ხასაიას საქმეში დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე ბრალდებული ვერ ამოიცნო
გადახედვა
-
"ოცნება არასდროს შემიწყვეტია" — 74 წლის ამერიკელმა ქალმა კოლეჯი დაამთავრა "ოცნება არასდროს შემიწყვეტია" — 74 წლის ამერიკელმა ქალმა კოლეჯი დაამთავრა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა ირაკლი კობახიძე: გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა
-
მცხეთის მუნიციპალიტეტში ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს მცხეთის მუნიციპალიტეტში ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დღეს რომ ჩემი კურსი გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი [EPC-ის სამიტზე] უდავოდ თბილისში ჩამოვიდოდა მიხეილ სააკაშვილი: დღეს რომ ჩემი კურსი გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი [EPC-ის სამიტზე] უდავოდ თბილისში ჩამოვიდოდა
გადახედვა
-
შსს: 1 კგ-მდე "კოკაინი" ამოიღეს, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე შსს: 1 კგ-მდე "კოკაინი" ამოიღეს, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე
გადახედვა
-
ელიფ შაფაქი: ტექნოლოგიები მეტისმეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ ტექკომპანიებს ვანდოთ ელიფ შაფაქი: ტექნოლოგიები მეტისმეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ ტექკომპანიებს ვანდოთ
გადახედვა
-
საქსტატი: თევზეულზე ფასი 21.3%-ით გაიზარდა, ხილზე 11.8%-ით, ხორცზე — 10.1%-ით — წლიური ინფლაცია 5.9%-ია საქსტატი: თევზეულზე ფასი 21.3%-ით გაიზარდა, ხილზე 11.8%-ით, ხორცზე — 10.1%-ით — წლიური ინფლაცია 5.9%-ია
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: 2028 წლის მაისში სამიტის წევრებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა ილჰამ ალიევი: 2028 წლის მაისში სამიტის წევრებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს EU, როგორ დასუსტდა EU ნინო წილოსანი: საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს EU, როგორ დასუსტდა EU
გადახედვა
-
Signify 2.0: ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე Signify 2.0: ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე





კომენტარები