იაგო კაჭკაჭიშვილი: ISSA-ს ბოლო კვლევა ცხადად აჩვენებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდა არ/აღარ ან ცუდად მუშაობს
ISSA-ს თავმჯდომარე და ექსპერტ-ანალიტიკოსი იაგო კაჭკაჭიშვილი ორგანიზაციის ბოლო ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. კაჭკაჭიშვილის განცხადებით კვლევამ აჩვენა, თუ როგორ აღარ მუშაობს ქართული ოცნების პროპაგანდა ისეთ თემებზე როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, "დიფ სთეითი", პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების საქმეები და ევროკავშირის "რეპუტაცია". ანალიტიკოსმა დასძინა, რომ გამონაკლისია "რუსეთთან ომის საფრთხე", "რადგან საქართველოს მოსახლეობის 49% ამ საფრთხეს აღიარებს".
"ISSA-ს ბოლო კვლევა ცხადად აჩვენებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდა არ/აღარ ან ცუდად მუშაობს.
აი, ამის რამდენიმე აშკარა მაჩვენებელი:
ა) ქ/ოცნება არნახულად ამაყობს საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდით და ამის საილუსტრაციოდ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების სტატისტიკასაც იშველიებს. ამის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკური აყვავების არ სჯერა: ბოლო 2.5 (2023-25) წლის განმავლობაში უმრავლესობა საკუთარი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის უცვლელობაზე (47%), ან გაუარესებაზე (34%) საუბრობს.
ბ) ყბადაღებული "დიფ-სთეითისა" და გლობალური ომის პარტიის არსებობა და ნეგატიური გავლენები არ არის დამაჯერებელი არც საქართველოს მოსახლეობის (53%), არც თბილისის მოსახლეობის (62%) და, მით უფრო, არც პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების (75%) უმრავლესობისთვის. მეტიც, ქ/ოცნებამ თვით საკუთარი ამომრჩევლების უმრავლესობაც კი ვერ დააჯერა კონსპირაციებში (49% იჯერებს).
გ) საქართველოს მოსახლეობას არ სჯერა არც აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების და არც მზია ამაღლობელის კრიმინალურობის, რასაც ასე გულდასმით ამტკიცებს პროპაგანდა. 73% ემხრობა აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას. მეტიც: თვით ქ/ოცნების ამომრჩევლების 40% ემხრობა ამას.
დ) ქ/ოცნებამ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა ევროკავშირის "გაშავება" მოსახლეობის თვალში. საქართველოს მოსახლეობის 83% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას. თვით ქ/ოცნების ამომრჩევლების 68% ემხრობა ამას. კი, ევროკავშირის იდეის განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოიტანა ქ/ოცნებამ თავის ამომრჩევლებში ("ორბანიც და ფიცოც ევროპაა"), მაგრამ მაინც — "ლიბერალურ ევროკავშირთან" გაერთიანება ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარულია.
შემიძლია, ეს ჩამონათვალი გავაგრძელო...
ერთადერთი პროპაგანდისტული მესიჯი, რომელიც მეტ-ნაკლებად ცოცხალია, რუსეთთან ომის საფრთხეს ეხება. როგორც საქართველოს, ისე თბილისისა და რეგიონების მოსახლეობაში რესპონდენტების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რამდენად დიდი ან მცირე საფრთხე არსებობდა რუსეთსა და საქართველოს შორის საომარი მოქმედებების დაწყების (საქართველოს მოსახლეობის 49% ამ საფრთხეს აღიარებს, ხოლო 44% — არა).
სწორედ ამიტომაა უაღრესად მნიშვნელოვანი (სხვა დანარჩენთან ერთად) საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის და რეალური ცვლილებებისთვის, რომ რუსეთის წარუმატებლობა სულ უფრო აშკარა გახდეს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე," — წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
ასევე იხილეთ:
- საქართველოს მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ოცნების ხელისუფლება არალეგიტიმურია — ISSA-ს კვლევის შედეგები არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
- ISSA: ამ შაბათს რომ იმართებოდეს საპარლამენტო არჩევნები "ქართულ ოცნებას" საქართველოში 24.6%, თბილისში — 15.3%
- საქართველოს მოსახლეობიდან ყოველ მეორეს ოპოზიციის ლიდერების პატიმრობა უსამართლოდ მიაჩნია — ISSA-ს კვლევის შედეგები პროტესტის შესახებ
- ISSA-ს ახალი კვლევით გამოკითხულთა 59% მზია ამაღლობელის დაკავებას უსამართლოდ მიიჩნევს
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები