ბათუმში, ოთხი წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, დაკავებულია ოჯახის ახლობელი. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 13-დან 17 წლამდე.