შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, 1974 წელს დაბადებულმა პირმა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში შურისძიების მოტივით 1955 წელს დაბადებულ პირს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა. გამოძიება მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ბრალდება 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.