თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბაგა-ბაღის თანამშრომელი დამნაშავედ სცნო.

სასამართლოზე დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც იგი იატაკზე დააგდო. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. მისი ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ბაღის თანამშრომელი ძალადობის მუხლით გაასამართლეს და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.