სუბელიანი: იქ, სადაც უნდა გაგვეწია წინააღმდეგობა, სახელმწიფომ, მინისტრმა მაგრად შეგვისრულა
ფოტო: Bambi Photography
იცით, არ ვარ კმაყოფილი, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ჩვენს მიერ ორგანიზებული აქციების მეორე დღეს. მე თავად მოწამლული და ცუდად მყოფი, თავიდანვე ვერ შევუერთდი ჩვენებს და ოფისიდან ვმუშაობდი. საღამოსკენ უნდა გადავსულიყავი პარლამენტთან. მაგრამ მოვლენები ისე წარიმართა, რომ ოფისს ვერ მოვწყდი, ვინაიდან ლაივ რეჟიმში მიწევდა საერთაშორისო პარტნიორების, მედიის და ა.შ. ინფორმირება.. შემდეგ ვითარება გამწვავდა და დაიბლოკა მისასვლელი გზები. რაღაც მომენტში, მაინც გადავწყვიტე გასვლა, მაგრამ ოფისში შეკრებილი ხალხი გადამიდგა წინ, მეუბნებოდნენ რომ აუცილებლად გავხდებოდი ნეოფაშისტების ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაძაბულობის ფონზე აირია აქციის გეგმა და ათობით წინასწარ შეთანხმებულ სპიკერს არ მიეცა საშუალება მიემართა ხალხისთვის, მე ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს. ეს იყო დაძაბულობა, რომელიც უამრავ რისკს შეიცავდა, მაგრამ უამრავ შესაძლებლობასაც ქმნიდა. ნამდვილად არ ჩამითვლია, რომ სისხლისღვრის საშიშროება იდგა. პოლიცია, ასე თუ ისე, ართმევდა თავს თავის მოვალეობას. დაახლოებით 1000 ადამიანი იყო შესაჩერებელი. მათი რიცხვი არ იზრდებოდა.
ჩვენი ამოცანა იყო, რომ როგორმე პოლიციას არ მოწეოდა მათი დარბევა. როდესაც წყლის ჭავლებიანი მანქანები გამოჩნდა, ცოტა შევშინდით, მაგრამ არ დაურბევიათ. მახსოვს, აქტივისტების ჯგუფთან ვსაუბრობდი რა უნდა გაგვეკეთებინა იმ შემთხვევაში თუ პოლიცია მათ დარბევას გადაწყვეტდა.
თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, რომელიც პარლამენტის წინ იყო შეკრებილი, სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
დაანონსდა პრემიერის და შს მინისტრის ბრიფინგები. ამან კიდე უფრო გაზარდა მოლოდინი, რომ მოვლენები საინტერესოდ შეიძლება განვითარებულიყო. გამახსენდა გასული წლის 10 ივნისიც - მაშინაც პრემიერმა გააკეთა განცხადება.
პრემიერის განცხადება სრულ იმედგაცრუებად გვექცა - მან სადღეგრძელო დალია ფაქტობრივად და არაფერი ახალი არ თქვა. უფრო სწორედ ამით თქვა ის, რომ სახელმწიფო გაჭედილი იყო, ვერ ართმევდა თავს იმ ამოცანას, თუ როგორ გადაეჭრათ კრიზისი.
ოფისშიც დუღდა სიტუაცია.
გახარია მივიდა ორგანიზატორებთან, დაიწყო შეხვედრა. ვერ ვუკავშირდებოდი ვერავის ვინც შიგნით იყო. შემდეგ შევიტყვეთ რომ ტელეფონები ჩამოართვეს შეხვედრამდე ჩვენებს.
შეხვედრის შუაწელში გამოვიდა ბექა და მიმართა ხალხს. შებრუნდა. კიდე უფრო გაიზარდა დაძაბულობა. მოლოდინი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება.
დასრულდა შეხვედრა. გამოვიდა ისევ ბექა და მიმართა ხალხს. ბექას სახე, ტანი, გამოხედვა მეუბნებოდა რომ ის ძალიან დამძიმებული იყო, ძალიან. მართლაც, ასეთი არასდროს მინახავს, რაც დავწერე კიდეც ამ დროს გაკეთებულ პოსტში.
ის რასაც ვისმენდი არ ეტეოდა იმ აღქმაში სიტუაციის, რაც მე მქონდა ოფისიდან. ამიტომაც, ვიდრე ეგ შეხვედრა დაიწყებოდა, ჩვენებთან მქონდა კომუნიკაცია და ვუთხარი რომ არაფრით, არაფრით არაფერი არ დაეთმოთ. მაგრამ ეს იყო ძალიან მოკლე საუბარი, ცუდად გვესმოდა ერთმანეთის ხმაურის გამო.
შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენებს უკვე ქონდათ შინაგანი რწმენა, რომ სიტუაცია მართლაც ძალიან დაძაბული იყო და გახარიამ მათ აჰკიდა პასუხისმგებლობა მოსალოდნელ სისხლისღვრაზე. ვკიოდი, ავეჯი დავლეწე. განცდა მქონდა, რომ იქ, სწორედ იქ, სადაც ჩვენ უნდა გაგვეწია წინააღმდეგობა, სახელმწიფომ, მინისტრმა მაგრა შეგვისრულა. ბექას და ჩვენების სახეებს რომ ვუყურებდი, ნათლად ვხედავდი, რომ ისინი ძალიან დაზაფრულები იყვნენ, მართლა ახლოს ედგათ სისხლისღვრის სურათი, რომელშიც საშვილიშვილოდ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ყველაზე გულწრფელ, მართალ და გაბედულ თანამებრძოლებს.
ვხედავდი, თუ რა ჩათლახობა მოგვიწყო სახელმწიფომ. ვხედავდი, რომ ძალიან გაჭირდებოდა მომავალში ასეთი მუხტის აგორება. ვხედავდი, რომ ყოველ მომდევნო ადუღებაზე ზუსტად ასეთი სცენარით შეგვაჩერებდნენ.
და დავიშალეთ. არნახული მოზღვავება მქონდა ბრაზის, იმედგაცრუების, მოტყუების... მახსოვს, რომ კლავიატურას ვურტყამდი მაგიდას და მონიტორს, სადაც ამ ყველაფერს თვალს ვადევნებდი.
და დავწერე ჩემი მოკლე სტატუსი. ვბრაზდებოდი და თან ვერ ვბრაზდებოდი. მივხვდი, რომ ჯგუფს ისეთი განცდა შეუქმნეს, რომ აი სადაცაა პოლიცია დაეცემოდა და უნდა ამტყდარიყო სისხლიანი შეპირისპირება. მაგრამ ვბრაზდებოდი იმის გამო, რომ 1 საათიანი პაუზა მაინც არ აიღეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ამ ერთ საათში, ობიექტურად შევაფასებდით სიტუაციას. შეიძლება დავშლილიყავით, მაგრამ გაცილებით უფრო დამარცხებული გვენახა სახელმწიფო.
ამ სტატუსს მოყვა შემდეგ ათასი ამბავი, პოსტი, ლაიქი, ბრაზიანი ლაიქი, შეარი, კითხვის ნიშანი, გინება.
ჩვენები ავტობუსებით გაიყვანეს... თითქოს ყველაფერი დასრულდა. მე მეგობრებთან ერთად ვიყავი და იქ ვარჩევდით ამბებს.
კრიზისში შესული პოლიტიკური სიტუაცია ვერ გადავზარდეთ კიდე უფრო დიდ კრიზისში, სადაც ველოდით მათ მიერ დიდ აღიარებას იმისა რომ მოძალადე, პოლიციური სახელმწიფო გვყავს და ერთადერთ გადაწყვეტილებას - რომ უკანმოუხედავად, თანმიმდევრულად დაიწყებოდა რეფორმების ახალი ტალღა, სადაც ნარკოპოლიტიკა ერთ-ერთი ამბავი იქნებოდა მხოლოდ.
დილით სახლში მივედი, შსს-ში მე წასვლას არ ვაპირებდი. უნდა დამეძინა 3 დღის უძინარს. და მაინც, წავედი მეც შსს-ში გიჟის თვალებით. იქ ვნახე ბექა. მოვეფერე, 2 სიტყვა გავცვალეთ, შევედით, გამოვედით.
მერე ვისაუბრეთ. ბექა ფიქრობს, რომ მართლაც დიდი იყო სისხლიანი ღამის რისკი. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებდა, დაძაბულ ფონზე უფრო ომახიანად ჩავამთავრებდით ჩვენს შეკრებას, რამდენიმე მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყოდით, სადაც ვეცდებოდით შეგვეფასებინა ის თუ რა გააკეთა ახლა შს მინისტრმა, ან რანაირი ბოდიში მოგვიხადა, ან რა დაპირება მოგვცა მომავალი კვირის...
ჩვენების გულწრფელობაში ერთი წამით არ შემიტანია ეჭვი. მაგრამ, ახლა, როდესაც გაცილებით მეტი ვიცი, კიდე უფრო კარგად და ნათლად ვხედავ თუ რამდენად რთული ვითარება იყო სიტუაციის ობიექტურად და ადეკვატურად შესაფასებლად. ისედაც დაზაფრულებს, მინისტრმაც ბლომად დაუმატა ეს განცდა, აჩქარებდა ჩვენებს, ვეღარ ვაკავებთ, საცაა გაწყდება ჩვენი კორდონი და არიქა ვუშველოთ სიტუაციასო.
სწორედ იმის გამო, რომ ახლა გაცილებით მეტი ვიცი, კიდე უფრო მეტად ვფიქრობ, რომ სისხლისღვრა უდიდესი ალბათობით არ იქნებოდა.
გუშინ, შსს-ში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მკითხეს უი ბექასთან შეგნიშნეთ ხელი გქონდა მოხვეულიო, არადა გუშინ დაადანაშაულეო... გამიკვირდა... რას ამბობთ-მეთქი, იმ წამსაც ერთი სული მქონდა ჩავხუტებოდი-მეთქი... მერე ბევრგან ვნახე კომენტარი თუ სტატუსი სადაც შეიქმნა შთაბეჭდილება რომ მე განვუდექი ხმაურს, ბექას, ასე შემდეგ...
დღეს, ძლივს რომ ძილი მოვახერხე, ვიფიქრე პატარა სტატუსი დამეწერა ამ ყველაფრის ასახსნელად, მაგრამ ძალიან დიდი გამომივიდა, იმიტომ რომ კარგად მინდოდა ამეხსნა მართლა რა ტრიალებდა ჩემ თავში; იმიტომ რომ, ძალიან მიყვარს ბექა წიქარიშვილი, რომლის გულწრფელობაში და სიმტკიცეში არასდროს შემიტანია ეჭვი და არც ველი რომ ოდესმე შევიტან; იმიტომ რომ, ძალიან მიყვარს თეთრი ხმაურის მოძრაობა რომელიც საუკეთესოა რაც დამმართნია ცხოვრებაში.
ხოდა, ამიტომ, ყველანი მოვეშვათ აქ მძღნერის ქექვას, დიდი მძღნერი გვადევს სისტემის სახით თავზე. ამ დღეებში ბევრი საქმეა, რომ ეს ზედმეტი 1 კვირა, რაც შსს-მ ჩაგვიდო პროტესტში, ჩვენთვისვე აღმოჩნდეს მომგებიანი.
დღეს ხმაურიდან ბევრი კომუნიკაცია იქნება და გუშინდელ ვაკუუმს სამმაგად ამოვავსებთ.
ტექსტი პირველად გამოქვეყნდა დათო სუბელიანის ფეისბუქზე.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა

კომენტარები