ულტრანაციონალისტური ჯგუფის წევრებს, რომლებიც დღეს საქართველოს პარლამენტთან კონტრაქციას მართავენ, სამართალდაცველები რუსთაველის გამზირზე არ უშვებენ.

ამის შესახებ On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება. კონტრაქციის მონაწილეები პოლიციამ ჭანტურის ქუჩაზე შეაჩერა და აღარ უშვებს.

პოლიციელების თქმით, ტერიტორია დაცულია და აქციის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე ვერ მივლენ.

კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ჭელიძის თქმით, ისინი დაემორჩილებიან პოლიციის მითითებას და რუსთაველზე არ ავლენ, თუმცა სამომავლოდ სპეციალურ რაზმებს შექმნიან და აქციას დაუანონსებლად გამართავენ.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ კონტრაქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტთან ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება გააპროტესტეს.