10 YouTube-არხი, რომელიც სკოლას ჩაანაცვლებდა, მოსწავლეებმა რომ ინგლისური იცოდნენ
ფოტო: Shutterstock
YouTube (და ზოგადად, ინტერნეტი) ახალი ინფორმაციის მისაღებად ან სწავლის პროცესში დამატებითი მასალების მოსაძიებლად საუკეთესო რამ არის.
საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც ამ აზრზეა.
გაზეთ ბათუმელებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მთავარია ბავშვს სწავლა უნდოდეს და შევა Youtube-ზე, ნახავს ცდებს და ისწავლისო:
პრობლემა არის, მაგრამ უფრო მოსწავლეების და რატომ. მე ვსწავლობდი საბჭოთა სკოლაში, იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ გვეუბნებოდნენ: „არ შეხვიდეთ, ხელი არ ახლოთო“. ლაბორატორია ვერ მოვა და ბავშვს ვერ ასწავლის, ბავშვს ასწავლის მასწავლებელი და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უნდა სწავლა.
ბავშვებს სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და იქ ისწავლიდნენ. ბავშვს თუ არ უნდა სწავლა, პედაგოგობა რთულია.
ჩვენ გადავწყვიტეთ, იუთუბის ის არხები შეგვეკრიბა, რომლებიც იმდენად სასარგებლოა, რომ შეიძლება მართლაც სჯობს ქართულ ან კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის სასკოლო სისტემას.
ჩვენ ვეთანხმებით ბატონ ალექსანდრეს - იუთუბით განათლების მიღება მართლაც შესაძლებელია და თან, ბევრად უფრო საინტერესოდ, ვიდრე ჩვენს სკოლებში არსებულ (თუ არარსებულ) ლაბორატორიებში. ოღონდ ერთი პრობლემაა - სწავლას მოწყურებულმა მოსწავლემ ინგლისური უნდა იცოდეს. და თან, რაც შეიძლება მაღალ დონეზე.
ჩავთვალოთ, რომ ყველა მოსწავლემ ძალიან კარგად იცის ინგლისური, შესაბამისად, გთავაზობთ საგანმანათლებლო არხების best-of-the-best-ს.
1. KURZGESAGT – In a nutshell
ამ არხზე, ანიმაციური ვიდეოების საშუალებითა და აუდიო-ნარატივით, თქვენ გაიგებთ ყველაფერს, რაც გაინტერესებთ ევოლუციაზე, დროზე, სივრცეზე, კოსმოსზე, ენერგიაზე და სამყაროზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული არხია, რომელმაც სახელი რთული თემების მარტივად ახსნით და ულამაზესი ანიმაციით გაითქვა.
2. The Backyard Scientist
"უკანა ეზოს მეცნიერი" უამრავ ექსპერიმენტს ატარებს, ასხამს დამდნარ მეტალს სხვადასხვა საგნებში, ქიმიურ შენაერთებში, საჭმელში, სასმელში, ხილში და ბოსტნეულში. იღებს ამ ყველაფერს ვიდეოზე და შედეგებს გვაჩვენებს. თუ გაინტერესებთ, რა ემართება გამდნარ და ადუღებულ ალუმინს სპრაიტში ჩასხმის დროს, ეს არხი საუკეთესო რესურსია.
3. koen2all
უამრავი ქიმიური ცდა ერთ არხზე! ბევრი მათგანი საშიშია და შეიძლება აფეთქებაც მოჰყვეს, ამიტომ, იუთუბერი ქიმიკოსი გვაფრთხილებს, რომ ეს ცდები არ გავიმეოროთ და არ გადავბუგოთ მთელი სახლი, უბანი ან სკოლა.
4. Thoisoi2 - Chemical Experiments!
ღრმა სლავური აქცენტის მქონე ქიმიკოსი გვაჩვენებს სხვადასხვა ქიმიურ ცდებსა და მათ შედეგებს. გაფრთხილება აქაც იგივეა - დაიცავით უსაფრთხოება და ნუ გაიმეორებთ იმავეს სახლის პირობებში.
5. AsapSCIENCE
AsapSCIENCE ერთერთი საუკეთესო არხია Youtube-ზე. აქ მარტივი ანიმაციის საშუალებით მოგვითხრობენ უამრავი სამეცნიერო ფაქტის, ექსპერიმენტის, ახალი აღმოჩენებისა და კვლევების შესახებ. დაწყებული ფიზიკიდან, დამთავრებული - ბიოლოგიამდე.
6. Reactions
აშშ-ს ქიმიის ასოციაციის არხი, რომელზეც განთავსებულია უამრავი ქიმიური რეაქციის ვიდეო. არხის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მხარე იმაში მდგომარეობს, რომ გარდა რეაქციების ვიზუალური დემონსტრაციისა, დეტალურად არის ახსნილი მისი მიზეზები და მექანიკა.
7. Smarter Every Day
ექსპერიმენტებით დახუნძლული ერთ-ერთი უძველესი არხი. მისი წამყვანი ხანდახან უაზრო რისკებზეც მიდის. მაგალითად, ამ ვიდეოში, მას აინტერესებს რა მოხდება, თუ ვერტმფრენს ძრავა გაეთიშება, რა სისწრაფით და ტრაექტორიით წამოვა ის მიწისკენ და გადარჩენის რა შანსები აქვთ მგზავრებს.
8. Crash Course
ამ არხზე ადვილი ენითაა ახსნილი ასტრონომია, ანატომია, ფილოსოფია, აშშ-ს სახელმწიფო მოწყობა, პოლიტიკა და ეკონომიკა. ვიდეოები საკმაოდ გრძელია და ინგლისური ენის ცოდნაც მაღალ დონეზეა საჭირო, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო რესურსია დიდ თემებში სწრაფად გასარკვევად.
9. Minute Physics
გაინტერესებთ, საიდან ჩნდებიან გალაქტიკები? რა არის გრავიტაციული ტალღები? რატომ არის თვითმფრინავის ძრავები დიდი ზომის? დედამიწის გამჭოლ გვირაბში ჩავარდნისას (თუ მას გათხრით), სადამდე იფრენთ და სხვა მსგავსი საკითხები? მაშინ უყურეთ ამ არხს და ისწავლეთ ფიზიკა ისე, როგორც არცერთ სახელმძღვანელოში არ არის ახსნილი!
10. Sixty Symbols
არხის აღწერაში წერია: "ძალიან მაგარი ვიდეოები ასტრონომიასა და ფიზიკაზე". უყურეთ ამ ვიდეოებს, ლექციებს და გაიგეთ რა ჯანდაბა ხდება შავ ხვრელებში, რა არის ბნელი ენერგია და კიდევ უამრავი რამ.
ეს სია არასრულია, იუთუბზე ბევრი ვიდეოა, რომლითაც ზღვა ინფორმაციის მიღება შეიძლება. პროფესიულ კურსებზე და ინტერნეტ-აკადემიებზე კი საერთოდ ცალკე სტატიის მომზადება შეიძლება.
მოკლედ, დაუჯერეთ განათლების მინისტრს და ჩაუჯექით იუთუბს. ოღონდ, მანამდე ინგლისური ისწავლეთ - ისედაც გამოგადგებათ.
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
კომენტარები