ახალი კვლევა გვიჩვენებს, რის შესახებ იტყუებიან ყველაზე ხშირად ონლაინ გაცნობისას
კომუნიკაციების ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევა გვიჩვენებს, რამდენად ხშირად და რასთან დაკავშირებით იტყუებიან ონლაინ გაცნობის სერვისების მომხმარებლები. კვლევა სტენფორდის ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლის პროფესორმა ჯეფრი ჰენკოკმა და სტენფორდის სოციალური მედიის ლაბორატორიის ყოფილმა თანამშრომელმა, დევიდ მარკოვიცმა ჩაატარეს. იმის დასადგენად, თუ რამდენად გულწრფელები არიან ონლაინ სიყვარულისა თუ სექსის მაძიებლები, გამოკითხვაში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო, მკვლევარებმა კი 3000-ზე მეტი შეტყობინება გააანალიზეს. ეს შეტყობინებები მომხმარებლებს შორის "აღმოჩენის ფაზის" (პირველი მიმოწერიდან პირისპირ შეხვედრამდე) დროს იყო გაგზავნილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ცდილობ, გაარკვიო, რამდენად "კარგი ტიპია" შენი პოტენციური პარტნიორი, აქვს თუ არა ნანახი შენი საყვარელი ფილმი და კატა უფრო უყვარს, თუ ძაღლი.
კარგი ამბები ასეთია, გამოკითხულთა 2/3 ამბობს, რომ ერთი ტყუილიც კი არ უთქვამს. ხოლო, შეტყობინებათა მხოლოდ 7% შეფასდა, როგორც მაცდური, მათი უმეტესობა კი პატარა უმნიშვნელო ტყუილები იყო. სულაც არაა გასაკვირი, რომ ტყუილების უმეტესობა ტრაბახის მიზნით ითქვა, თითქოს უფრო გამხდარი ხარ, ან უფრო მაღალი, ვიდრე სინამდვილეში. ტყუილების 1/3 კი შეფასდა, როგორც "კეთილი ტყუილები", ეს ისეთი ტყუილები იყო, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი ცდილობდა ურთიერთობის გაწყვეტას, ან შემოთავაზებაზე უარის თქმას ისე, რომ მეორე მხარისათვის გული არ ეტკინა.
ცხადია, ამ კვლევას თავისი სისუსტეები აქვს. მაგალითად ის, რომ გამოკითხვის ავთენტურობა მოხალისეების გულწრფელობაზე იყო დამოკიდებული. მონაწილეებს თავად უნდა გაემხილათ, მართალი იყო თუ არა მათ მიერ გაგზავნილი ესა თუ ის შეტყობინება. თუმცა, ამ პროგრამის მომხმარებელთა საბოლოო შეფასება დადებითია. მარკოვიცის შეფასებით, იმ შეტყობინებების უმეტესობა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს უგზავნიან, გულწრფელია, რაც ნამდვილად კარგი დასაწყისია მომავალი რომანტიკული ურთიერთობისათვის.
1 მაისს Facebook-მა გამოაცხადა, რომ მარტოხელა მომხმარებლებს სიყვარულის პოვნაში დაეხმარება, რისთვისაც გაცნობის სერვისს შექმნის.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები