სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა
აზერბაიჯანში სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ On.ge-ს მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ განუცხადა.
როგორც მუსტაფაევა ამბობს, წინა დღეს მათ გაიგეს, რომ აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ მუხთარლის ადვოკატს, ნემარ ქერიმლის, ერთი წლით ლიცენზია შეუჩერა, რის გამოც სასამართლოზე მისი ქმარი დაცვის გარეშე იყო დარჩენილი.
როგორც მან On.ge-ს უთხრა, ქერიმლისთვის შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად ასოციაციას გენერალური პროკურორის მოადგილემ, რუსტამ უსუბოვმა მიმართა.
მუსტაფაევას განმარტებით, უსუბოვმა საჩივრის წერილში მიუთითა, რომ ადვოკატმა მუხთარლის დაკავებაზე არასწორი აზრი ჩამოაყალიბა და ჟურნალისტის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
"ბაქოს საპატიმრო დაწესებულებაში აფგანის მონახულების შემდეგ, ნემატ ქერიმლი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. თანამშრომლებმა ის ძალით გაჩხრიკეს მიუხედავად იმისა, რომ კლიენტის მოსანახულებლად მისული ადვოკატის გაჩხრეკის უფლება არ ჰქონდათ. ქერიმლის ჩამოართვეს ჩანაწერები, რომელიც მან აფგანს შეხვედრის დროს გამოართვა", - განაცხადა მუსტაფაევამ On.ge-სთან.
როგორც თვითონ ამბობს, ქერიმლის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული, რადგან ის ხშირად იცავს პოლიპატიმრების უფლებებს.
აფგან მუხთარლის საქმე
თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს.
აფგან მუხთარლი თავის გატაცებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს და მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გახდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, ჟურნალისტს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და კორუფციაში ედება ბრალი. აზერბაიჯანის სასამართლომ მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები