ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ ჯანდაცვის სერვისის ზოგიერთი მომწოდებელი, განსაკუთრებით სტომატოლოგები, აივ-დადებითი პირების მომსახურებაზე უარს აცხადებენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აივ/შიდსით ინფიცირებულთა მიმართ გამოვლენილი უარყოფითი სოციალური დამოკიდებულება და დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება კვლავ დაბრკოლებად რჩება.

არასამთავრობოებზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური სტიგმის გამო ადამიანები აივ-ტესტირებასა და მკურნალობაზე უარს აცხადებენ.

"აივ/შიდსით ინფიცირებულთა წინააღმდეგ მიმართული სტიგმა და დისკრიმინაცია ქმნის მთავარ ბარიერს აივ/შიდსის პრევენციისა და სერვისით სარგებლობის მიმართულებით".

ამავე თემაზე: