ქართველი გამომგონებელი მოსწავლეები NASA-ში მიემგზავრებიან
ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
გამარჯვებულმა გუნდა სამი რობოტი წარმოადგინა, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდებს დამოუკიდებლად, ლაბორანტის დახმარების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. მოწყობილობა როგორც ხმით, ისე დისტანციურად იმართება, ადაპტირებულია და მორგებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებზე.
"პირველი რობოტი სიმკვრივის დადგენაზე მუშაობს, მეორე რობოტი მხაზველია, რომელიც დამკვეთის სურვილის მიხედვით ელექტრულ წრედებს ხაზავს. მოსწავლეს შეუძლია სახლში სპეციალურ პროგრამაში ააწყოს სქემა და რობოტს გაუგზავნოს, რომელიც მას სამონტაჟო სქემად გამოიყენებს და მესამე რობოტს გადასცემს. მეორე რობოტი ვერცხლის კალმით ხაზავს, რადგან ვერცხლი გამტარია და მესამე რობოტი ელექტრულ წრედებს აწყობს", - განუმარტა On.ge-ს გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ანი თეთრაშვილმა.
პროექტის მიზანი, კვლევისა და ექსპერიმენტის გზით დისტანციური სწავლების დანერგვაა. მოწყობილობას შესაძლებლობა აქვს გამოითვალოს და შეასრულოს კონკრეტული დავალებები, რომელსაც მოსწავლეები მას სახლიდან სპეციალური პროგრამის დახმარებით მისცემენ. რობოტი ლაპარაკობს და მიმდინარე ექსპერიმენტის შესახებ მოსწავლის კითხვებს პასუხობს.
"ჩვენი ლაბორატორია ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. დღემდე ბევრი სკოლა ლაბორატორიებით აღჭურვილი არ არის, ხოლო იქ, სადაც მოწყობილობებია, მოსწავლეებს ექსპერიმენტების დამოუკიდებლად ჩატარების საშუალება არ აქვთ", - განმარტავენ გამარჯვებული მოსწავლეები.
გამარჯვებულებთან ერთად, გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, რომლებსაც მათთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზები გადაეცათ.
მეორე ადგილი ვანის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს. მათი გამოგონება საქართველოში ხანძრების სერიას უკავშირდება და მეხანძრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოსწავლეებმა შექმნეს მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით.
"ტანსაცმელში, რომელიც მეხანძრეებს აცვიათ, მხოლოდ სტატიკური დაცვაა გამოყენებული, რაც გულისხმობს ტანსაცმელს, რომელიც არ იწვება. ჩვენ გამოვიგონეთ ტანსაცმელი, რომელიც მეხანძრის სხეულამდე მაღალი ტემპერატურის მისვლას ხელს შეუშლის. ეს მეხანძრეებს ეფექტურად მუშაობის საშუალებას მისცემს. აღნიშნულ ტანსაცმელს მეხანძრის დაცვა 20 წუთზე მეტი დროის განმავლობაში შეუძლია", - განუმარტეს On.ge-ს მოსწავლეებმა.
2018 წლის ინოვაციების კონკურსში ყველაზე მეტი საპრიზო ადგილი გიმნაზია AIA GESS-იმ მოიპოვა. გარდა იმისა, რომ ამ სკოლის მოსწავლეებს NASA-ს საგზური ერგოთ, საკონკურსო მესამე ადგილიც დაიკავეს, ამჯერად ეკოლოგიური პროექტით. გამოგონების მთავარი მიზანი ჰაერის დასუფთავებაა.
"როცა საუბარია ჰაერის დასუფთავებაზე, ყოველთვის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებას ვგულისხმობთ. ჩვენ ჰაერის მავნე მიკროორგანიზმებით დაბინძურებით დავინტერესდით. მაგალითად, ბაქტერიებით, ვირუსებით. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც საფრთხეს არ შეგვიქმნიდა, კარგად იმუშავებდა და ენერგოეფექტური იქნებოდა. ასე შევქმენით ჩვენი წყლის ფარი", - ამბობენ მოსწავლეები.
მათი თქმით, მთავარი სამიზნე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შიდა სივრცეებია.
"ცნობილია, რომ აეროპორტი წითელი წერტილია, საიდანაც ეპიდემიის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ამ გამოგონებით ჩვენ გავავრცელებთ ისეთ ჰაერს, როგორიც არის ჩანჩქერებთან, ზღვის სანაპიროებთან. ჭარბად დამუხტული წყალი მიკროორგანიზმების გასანადგურებლად ჯერ არავის გამოუყენებია", - ამბობენ მოსწავლეები.
საპრიზო ადგილების გარდა, გამოვლინდა გოგონების გუნდი, რომლებიც გოგონების საერთაშორისო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. ბანაკი იმ გოგოებისთვისაა, რომლებსაც აინტერესებთ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება, დიზაინი და მათემატიკა. ბანაკის პრიზით გიმნაზია AIA GESS-ის მოსწავლეებმა მოიგეს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ AIA GESS-ის მოსწავლეებმა ინოვაციების კონკურსში ორი წლის წინაც გაიმარჯვეს. 2016 წელს გუნდმა "სოლარი" მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია წარმოადგინა.
კონკურსის ფინალში ჟიურიმ 12 გუნდი გადაიყვანა. 12 ფინალისტმა ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულისა და თბილისის სკოლებიდან, დაჯილდოვების დღეს, საკუთარი ინოვაციური გამოგონებები წარადგინა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამი წელია ტარდება. მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 წელს, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა "Smart Kids" მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები