ხელისუფლებას, GPB-სა და იმედს არ სჯერათ, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესდა
Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი საქართველოში 0,25 ერთეულით შემცირდა. ამით მონაცემები 2009 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. Freedom House-ის ამ დასკვნას არ ეთანხმებიან მმართველი პარტია, ქართული ოცნება, საზოგადოებრივი მაუწყებელი და იმედი.
მმართველი პარტია
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებებს, მედიის თავისუფლებაზე, "ღიმილისმომგვრელს" უწოდებს. კობახიძის შეფასებით, მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს.
მმართველი პარტიის ლიდერი წინა ხელისუფლების პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ 2012 წელს ხელისუფლების სრული მონოპოლია იყო მედიაგარემოზე.
"2004-12 წლებში სამივე საერთო ეროვნულ მაუწყებელზე - რუსთავი 2-ზე, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, უკანონო გზით, გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ. ბრეინვოშინგს, ანუ ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ".
იმედი
იმედის ჰოლდინგი Freedom House-ის ანგარიშს გამოეხმაურა. მათი განცხადებით, 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ბოლომდე, როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო, იმედი მმართველი პარტიის საკუთრება იყო და მის მიმართ კრიტიკა არ ისმოდა.
"ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც Freedom House არის გამონახავს უფრო მაღალი კომპეტენციის თანამშრომლებს, რომლებიც მას კვალიფიციური ანგარიშის შედგენაში დაეხმარებიან და ეს ანგარიში სწორ და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ასახავს საქართველოში მედია თავისუფლების ხარისხსა და ტენდენციებს, რითაც Freedom House დარჩება მედიის თავისუფლების სადარაჯოზე, რაც საქართველოს სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, ესოდენ მნიშვნელოვანია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისათვის", - აღნიშნულია ჰოლდინიგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ანგარიშს ასევე გამოეხმაურა საზოგადოებვიი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე. მისი თქმით, Freedom House პატივსაცემი ორგანიზაციაა, მაგრამ ვინც ორგანიზაციას ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, კეთილსინდისიერება არ გამოიჩინა:
"ნებისმიერი შეფასება არის საინტერესო, მაგრამ ნებისმიერ შეფასებას სჭირდება გადამოწმება. ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წელს მედიის მდგომარეობა საქართველოში ისეთივე იყო, როგორც 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში. ვფიქრობ, არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები, არამედ, ყველა, ვისაც თუნდაც საქართველოს გვერდზე გაუვლია, ამ ინფორმაციას უბრალოდ, არ დაიჯერებს და ეს ძალიან იოლად შეუძლიათ, შეამოწმონ.
აღარ ვიტყვი, რა დღეში იყო მედია, აღარ გავიხსენებ დარბევებს, კიდევ უფრო სამარცხვინო ანტენების დაჭერას, როგორ გადასცემდნენ ძირითადი მედიასაშუალებები ერთსა და იმავე ინფორმაციას და ასე შემდეგ. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 2017 წელსაც, ის უბრალოდ არაკომპეტენტურია ან შეცდომაშია შეყვანილი".
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული 2017 წლის საარჩევნო მონიტორინგის მიხედვით, ხელისუფლების მიმართ რბილი, არამოდარაჯე პოზიციით ხასიათდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ტელეკომპანია იმედი.
"ამ ორი არხის სარედაქციო პრიორიტეტები არჩევნების შემდგომ პერიოდში მაქსიმალურად დაახლოვდა. ისინი ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ მომზადებული ლოიალური სიუჟეტებით განსაკუთრებით ჰგავდნენ ერთმანეთს", - ვკითხულობთ ანგარიშში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები