ომბუდსმენი: თსუ-ში პოლიცია და დაცვის სამსახური არაეფექტურად მუშაობენ
სახალხო დამცველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 მარტს მომხდარ ძალადობის ფაქტებს, ასევე, პოლიციისა და თსუ-ის დაცვის სამსახურის არაეფექტურ მუშაობას გმობს. ომბუდსმენის აზრით, არსებულ ვითარებაში პოლიციის მობილიზებასა და ყურადღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თსუ-ში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, აუცილებელია პოლიციას სათანადო ვერბალური კომუნიკაცია ჰქონდეს აქციის მონაწილეებთთან. მისი თქმით, აქციის მონაწილეებისათვის ცალკეული საკითხების განმარტება აუცილებელია სიტუაციის შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით:
"აუცილებელია, რომ როგორც პოლიციამ, ასევე თსუ-ის დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს თანაბარი მიდგომა ორივე აქციის მონაწილეთა მიმართ, მათ შორის შენობაში შესვლისა და გადაადგილების კუთხით. შენობაში შესვლის შეზღუდვა კი დასაბუთებული და პროპორციული ღონისძიება უნდა იყოს და არ უნდა გამოიწვიოს თავად შეკრების თავისუფლების შეზღუდვა".
ომბუდსმენი მოუწოდებს სათანადო ორგანოებს, ეფექტური რეაგირება მოახდინონ ძალადობის ფაქტებზე და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ. სახალხო დამცველს ასევე მიაჩნია, რომ გამოძიებამ პოლიციისა და თსუ-ის დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საკითხიც უნდა გამოიძიოს.
განცხადებაში ასევე წერია, რომ რადგან სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა, რაც პროტესტს გამოხატავენ და სისტემური ცვლილებებს მოითხოვენ, აღნიშნულით სათანადო უწყებები უნდა დაინტერესდნენ და შემხვედრი ნაბიჯები გადადგან:
"გამოვხატავ პირად დაინტერესებას უნივერსიტეტში ე.წ. "ოდეერის" ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვგეგმავ გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ მიმართულებით არსებული ვითარების კანონიერების შესასწავლად. მზადყოფნას გამოვთქვამ, ჩავერთო უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში, რათა გამოირიცხოს არასამართლიანი და უთანასწორო მიდგომა სტუდენტებს შორის და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის საზიანო ვითარების არსებობა".
გუშინ, 14 მარტს, თსუ-ს ეზოში აუდიტორია 115-სა და უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორი აქცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოგვიანებით სტუდენტთა აღნიშნული ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შენობაში მყოფ სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.
სწორედ ამ შეტაკებების დროს ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ლიბერალის ჟურნალისტს თვითმმართველობის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ყელში წაუჭირა და მისი ძირს დაგდება სცადა, წაართვა ტელეფონი და მოპოვებული ჟურნალისტური მასალა წაუშალა. ლიბერალის მეორე ჟურნალისტს კამერა ძირს დააგდებინეს და გაუტეხეს. ნეტგაზეთის ჟურნალისტს კი წაართვეს ტელეფონი, რომლითაც ის არსებულ ვითარებას იღებდა, დაცვის თანამშრომელმა კი მას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მათ არ მიიღეს ეფექტური ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და მათ აღსაკვეთად.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები