წყნეთის გზატკეცილზე 11 წლის მოზარდს დაეჯახა მანქანა, რომელიც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს ემსახურებოდა. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტის დროს მინისტრი მანქანაში იჯდა. შსს-ს თქმით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

მომხდარზე გამოძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მანქანა გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე.