რა არის ციფრული საფულე და რატომ უნდა გამოვიყენოთ ის?
ელექტრონული საფულისა და ვალუტის ისტორია 1983 წლიდან იწყება, როდესაც ამერიკელმა კრიპტოგრაფმა დევიდ ჩაუმმა ამ სახის ანგარიშსწორების იდეა წამოაყენა და მოგვიანებით ხორციც შეასხა. ამის შემდეგ ინტერნეტით ფულის გადახდის პროცედურამ უამრავი ეტაპი განვლო. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიით ინტერნეტით პროდუქტის შეკვეთისა და მასში ფულის გადახდის პირველი შემთხვევა 1994 წელს დაფიქსირდა, როცა მომხმარებელმა Pizza Hut-ში პეპერონისა და სოკოს პიცა შეუკვეთა. შემდეგი ეტაპი ტელეფონით კინოს ბილეთების შეძენა იყო - 1999 წელს ეს სერვისი Ericsson-მა და Telenor Mobil-მა დანერგეს. ხოლო მანამდე, 1998 წელს პირველი ელექტრონული საფულე PayPal შეიქმნა.
თუ 20-25 წლის წინ ასეთი ტექნოლოგიური გარღვევები გაოცებას იწვევდა, დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. არსებობს ელექტრონული ანგარიშსწორების უამრავი საშუალება, მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე კრიპტოვალუტების ბუმია და რამდენიმე ქვეყანა, შვედეთი, ინდოეთი, საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ბელგია, სინგაპური და გაერთიანებული სამეფო საბანკო კუპიურების ბრუნვიდან საერთოდ ამოღებასა და მხოლოდ ელექტრონული ტრანზაქციების სისტემაზე გადასვლას აპირებს.
სწორედ PayPal-ის შექმნის შემდეგ, 1998 წლიდან დაიწყო საუბარი ციფრული საფულეების რევოლუციაზე, ამ პროდუქტს მთლიანად უნდა შეეცვალა ფინანსური ტრანზაქციების ჩვევა. თუმცა ეს რევოლუცია მოსალოდნელი ტემპებით ვერ განვითარდა და მაგალითად, Gellup-ის 2015 წლის მონაცემებით, ციფრული საფულეების აპლიკაცია სმარტფონების ამერიკელ მომხმარებელთა მხოლოდ 13%-ს ჰქონდა დაინსტალირებული, ხოლო მათგან 76% აპლიკაციას იშვიათად იყენებდა. თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2020 წლისთვის მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 56% ანგარიშსწორების სწორედ ამ ფორმაზე გადავა და მხოლოდ აშშ-ში ბრუნვა $503 მილიარდს მიაღწევს.
ადრეულ ეტაპებზე ელექტრონული საფულეების უნდობლობა უსაფრთხოების გამო იყო გამოწვეული, თუმცა ამჟამად, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს პრობლემა გადაჭრილია და ამ პროდუქტის გამოყენება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ინტერნეტ ან მობაილ ბანკინგი.
გარდა არასაფინანსო კომპანიებისა (Apple - Apple Pay, Google - Google Wallet და ა.შ.) ელექტრონული საფულის დანერგვა აქტურად დაიწყეს მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკებმა, მაგალითად, JPMorgan Chase, Bank of America, Wells Fargo და ა.შ.
ამ გლობალურ ტრენდს ქართული საბანკო ბაზარიც აჰყვა და თიბისი ბანკი თავის მომხმარებელს თიბისი საფულეს სთავაზობს. ეს აპლიკაცია ანდროიდის სმარტფონებისთვისაა შექმნილი და ის საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც აქვთ POS ტერმინალი გადაიხადოთ მობილური ტელეფონით პლასტიკური ბარათის გარეშე. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტერმინალზე, რომელსაც აქვს უკონტაქტო ტრანზაქციების მხარდაჭერა.
თიბისი საფულე საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ნებისმიერი Visa ან MasterCard ბარათი და შეასრულოთ სასურველი ტრანზაქცია. აპლიკაციაში ასევე შესაძლებელია ტრანზაქციების ისტორიის ნახვა. ამასთანავე, თიბისი საფულეში შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა კომპანიების ლოიალურობის (დაგროვებითი/ფასდაკლების) ბარათებიც და მარტივად, ტელეფონით გაატაროთ ლოიალურობის ბარათები პარტნიორ კომპანიებში.
თიბისი საფულის გამოყენება შეუძლია TBC ბანკის ყველა კლიენტს, რომელსაც აქვს VISA ან MasterCard ბარათი, ვინც სარგებლობს თიბისის ინტერნეტ ბანკით და ვისაც აქვს NFC მხარდაჭერის მქონე ანდროიდის ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონი.
აღსანიშნავია, რომ TBC Wallet-ის შექმნისას გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ VISA-ს ტოკენ სერვისი (VTS – VISA Token Service) და MasterCard-ის ტოკენ პლატფორმა (MDES – MasterCard Digital Enablement Service)
ზოგადად, ტოკენიზაცია არის პროცესი, როდესაც სტანდარტულ გადახდის მონაცემებს (ბარათის 16-ნიშნა კოდს) ანაცვლებს უნიკალური „ციფრული ანგარიშის ნომერი“, რაც შემდგომ გამოიყენება Wallet-ით ტრანზაქციების განსახორციელებლად. ტოკენიზაციის სერვისი პირველად 2014 წელს Apple play-მ გამოიყენა და მხოლოდ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით გახდა შესაძლებელი Apple გადახდების განხორციელება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტოკენ სერვისების გამოყენებით შექმნილი თიბისი საფულე გამოირჩევა განსაკუთრებული უსაფრთხოებით. აპლიკაციაში დაცულია ბარათის სენსიტიური ინფორმაცია და შესაბამისად, მომხმარებლისთვის კომფორტული და სწრაფი გადახდის სერვისის გარდა, დაცული გადახდებიც ხელმისაწვდომი ხდება.
ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, დმიტრო კრეპაკმა, თიბისის ახალი პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „Visa-ს მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს მარტივი ოპერაციები, უსაფრთხოება და გადახდის დროს არჩევანის თავისუფლება Visa ბარათის ყველა მფლობელისთვის. თიბისი ბანკმა პირველმა შესთავაზა მომხმარებელს Visa-ს უკონტაქტო ბარათები, სტიკერები და ტოკენის საშუალებით მომსახურება, ისევე, როგორც მომგებიანი მობილური საბანკო სერვისები და ქართველი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სხვა ციფრული ტექნოლოგიები. TBC Wallet, რომელიც Visa Token Service-ის პლატფორმაზე ფუქნციონირებს, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, Android-ის სისტემის ტელეფონის საშუალებით ისევე მარტივად განახორციელოს გადახდა, როგორც ბარათით. ამ მომსახურებას აქვს პოტენციალი, რომ გაზარდოს მომხმარებლის ცნობადობა და მოთხოვნა მობილურ გადახდებზე ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს ვულოცავთ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებას და ველით TBC Wallet-ის წარმატებით დანერგვას საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც სიახლეებზეა ორიენტირებული”.
Mastercard Europe-ის საქართველოსა და ცენტრალური აზიის რეგიონული მენეჯერის, იგორ სტეპანოვის თქმით, TBC Wallet-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხო მომავლისკენ.
„უკონტაქტო გადახდების მომსახურება ახალ საფეხურზე ავიდა - სმარტფონი კომუნიკაციის უნივერსალური საშუალებაც არის და ამავე დროს, უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებისთვისაც გამოიყენება. TBC Wallet-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხო მომავლისკენ, რომელშიც ნაღდ ფულს ელექტრონული ანგარიშსწორება ჩაანაცვლებს. უკანასკნელი წლის განმავლობაში, 100-ზე მეტჯერ გაიზარდა Mastercard-ის ციფრული პლატფორმის (MDES) საშუალებით განხორციელებული გადახდები მსოფლიო მასშტაბით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ღიაობას სიახლეებისადმი, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება უკონტაქტო გადახდების ტენდენცია“ .
პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკს ტექნიკური მხარდაჭერა ბრიტანულმა კომპანია Pri-Num-მა გაუწია, რომელიც Visa Ready Qualified Token Service-ის პროვადერი და MasterCard-ის დიჯიტალური ვენდორია.
თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მართვის დირექტორის მოადგილის, ვაჟა ბერიაშვილის განცხადებით, პროექტი მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად განხორციელდა: „თიბისი ბანკისთვის ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და პროდუქტების საბანკო სერვისებში ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად შევძელით ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელება. TBC Wallet მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფიზიკური საფულე ციფრულით ჩაანაცვლონ და ტრანზაქციები უფრო მარტივად განახორციელონ, რაც მათ მეტ კომფორტს შეუქმნის. მომხმარებლების კმაყოფილება კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.
თიბისი საფულე, რა თქმა უნდა, სრულიად უფასო აპლიკაციაა და მისი ჩამოტვირთვა Google Play-დან შეგიძლიათ.
ამისთვის საჭიროა:
- დარეგისტრირებული იყოთ Google Play-ის მომხმარებლად,
- იპოვოთ აპლიკაცია Google Play-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Wallet
ან გამოიყენოთ Google Play-ის ძიების ფუნქცია. - თიბისი საფულე თიბისი ბანკის პარტნიორი საერთაშორისო კომპანიების, Visa-სა და MasterCard-ის მხარდაჭერით შეიქმნა, ხოლო პროექტის ტექნიკურ ნაწილში თავისი წვლილი შეიტანა უკრაინულმა კომპანია Pri-Num-მა.
თიბისი საფულე - შენი მობილური საფულე
კომენტარები