6 წლის ზაინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან
6 წლის ზაინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პაკისტანელ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. პაკისტანის სასამართლომ გადაწყვეტილება 17 თებერვალს მიიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სასამართლო პროცესი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დნმ-ს შემოწმების შემდეგ, 24 წლის იმრან ალი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას ბრალი ედებოდა გატაცებაში, მკვლელობაში, გაუპატიურებასა და გარყვნილებაში.
6 წლის გოგოს მკვლელობამ პაკისტანში მოსახლეობის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება დანაშაულის ერთ-ერთ მიზეზად პოლიციის არაკომპეტენტურობას ასახელებდა. BBC-ის ცნობით, აქციისას 2 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის განცხადებით, ზაინაბის მკვლელი სხვა ადგილობრივი გოგოების გაუპატიურებასა და მკვლელობაშიც იყო ბრალდებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები დაახლოებით 1 წელს გრძელდებოდა. მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ სწრაფი და ეფექტიანი მუშაობის შემთხვევაში, პოლიცია მის გამოაშკარავებას უფრო ადრე შეძლებდა.
პაკისტანის ქალაქ კასურში ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავი არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს, გააუპატიურეს და მოკლეს. მშობლები ამბობდნენ, რომ შვილების სახლიდან გაშვების ეშინოდათ.
4 იანვარს, ზაინაბის მშობლები საუდის არაბეთში სალოცავად იყვნენ წასულები, თავად ზაინაბი კი გაკვეთილზე დასასწრებად მიდიოდა, როდესაც ის გაიტაცეს. მისმა ბიძამ გოგოს დაკარგვის შესახებ პოლიციაში მომდევნო დღეს განაცხადა.
გატაცებიდან 5 დღის შემდეგ, ზაინაბ ანსარის გვამი პოლიციამ კასურში, მის სახლთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინა.
იმრან ალი ზაინაბის მეზობლად ცხოვრობდა. პოლიციამ ის 23 იანვარს დააკავა.
ზაინაბის ოჯახი
ზაინაბ ანსარის ოჯახი აცხადებდა, რომ პოლიციამ საკმარისი ძალისხმევა არ გაწია მის მოსაძებნად. გოგოს ნათესავებმა ფარული ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოიკვლის, რომელიც აჩვენებდა, რომ ზაინაბი უცნობ კაცთან ერთად მიდიოდა.
აუტოფსიის შედეგად გაირკვა, რომ 7 წლის გოგო გატაცებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოკლეს.
"ალაჰმა ის უსაყვარლესი შექმნა. ვინც მას გაიცნობდა, მაშინვე უყვარდებოდა", - ამბობს ზაინაბის მამა, მუჰამედ ამინ ანსარი.
ოჯახის წევრების თქმით, მას ნაყინი და მანგო უყვარდა და სურდა, რომ მასწავლებელი ან ექიმი გამხდარიყო.
ზაინაბის უფროსი ძმის თქმით, მას შემდეგ, რაც თავისი დის დასახიჩრებული სხეული ნახა, ღამე ვეღარ იძინებს:
"ის ისეთი მხიარული იყო, მენატრება მისი სიცილი. ამას ვერ დავივიწყებ".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები