დოდო გუგეშაშვილის დაკითხვის შემდეგ, მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელს, რომელმაც დოდო დაჭრა და მისი შვილი მოკლა, ოჯახი იცნობდა და მათ საქმიანი შეხვედრებიც ჰქონდათ.

ნიკოლაიშვილის თქმით, დაკითხვაზე გუგეშაშვილმა გაიხსენა, რომ თავდამსხმელს კარი თავად გაუღო. საუბრისას ის სამზარეულოში გავიდა და უკან მობრუნებულს აღნიშნული პირი იარაღით დახვდა. გუგეშაშვილმა გამოძიებას მკვლელის ვინაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, თავდამსხმელის ამოცნობა შეუძლია.

ყოფილი მხედრიონელი, დღეს ღუდუშაურის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში დაკითხეს. ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.

ინციდენტი გუგეშაშვილის სახლში, თბილისში 7 თებერვალს მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.