მინისტრის მოადგილე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებზე: გულისყურით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
"ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს", - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე, გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მოთხოვნას ეხმაურება.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გაზრდილი კრიმინალის მიზეზით, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობას სურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეეზღუდოთ.
მინისტრის მოადგილე მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლე ვადიანი, 90 დღიანი ვიზიტით, შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას.
ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, საქართველო გერმანიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში:
"გასულ წელს შესაბამისი შეთანხმებაც გაფორმდა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გერმანიის არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეულ მიწებთან. გასულ წელს რანდენიმე მხარეში გაიმართა საქართველოს შსს მინისტრის ვიზიტი და მათ შორის ოთხ მიწასთან გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ რეინ-ვესტფალიის მთავრობასთან".
მახარობლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ იმ მონაპოვარს, რომელიც მისივე თქმით, საერთო ძალისხმევის შედეგია:
"გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თავშესაფრის არალეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ხშირად, მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი, ცრუ დაპირებებით კერძო პირების მხრიდან, რის შედეგადაც ქვეყნისთვის ზიანის გარდა, პირად ფინანსური ზარალსაც იღებენ".
WDR-ის ცნობით, რეგიონი იზრუნებს იმაზე, რომ გერმანიის ყველა მიწაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეწყდეს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის პრობლემებია, რასაც მათივე თქმით, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ქმნიან. კერძოდ, პრობლემები შეიქმნა ლტოლვილთა საცხოვრებელში ოერლინგაუსენში.
თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 პროცენტით გაიზარდა.
-
ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს
გადახედვა
-
წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში? წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში?
-
შეიძლება პლუტონს პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს? — NASA-ს ხელმძღვანელი თანახმაა შეიძლება პლუტონს პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს? — NASA-ს ხელმძღვანელი თანახმაა
გადახედვა
-
Friends-ის კაცი სცენარისტები სერიალის ქალი მსახიობების შესახებ ერთმანეთს სექსუალურ ფანტაზიებს უზიარებდნენ — ლიზა კუდროუ Friends-ის კაცი სცენარისტები სერიალის ქალი მსახიობების შესახებ ერთმანეთს სექსუალურ ფანტაზიებს უზიარებდნენ — ლიზა კუდროუ
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა
-
ინდოელი მილიარდერის შვილი ესკობარის ბეჰემოთებს გადარჩენას სთავაზობს ინდოელი მილიარდერის შვილი ესკობარის ბეჰემოთებს გადარჩენას სთავაზობს
გადახედვა
-
რა პროდუქტებს სთავაზობს ბიქიუ (BQ) ქართულ სამშენებლო კომპანიებს რა პროდუქტებს სთავაზობს ბიქიუ (BQ) ქართულ სამშენებლო კომპანიებს
-
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცა პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცა
გადახედვა
-
რატომ გვამშვიდებს საკუთარ ხელებზე შეხება ან სახეზე ცივი წყლის შესხმა? რატომ გვამშვიდებს საკუთარ ხელებზე შეხება ან სახეზე ცივი წყლის შესხმა?
-
ლონდონის ებრაულ უბანში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც გამვლელებს ცივი იარაღით დაესხა თავს ლონდონის ებრაულ უბანში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც გამვლელებს ცივი იარაღით დაესხა თავს
გადახედვა
-
გაერო: ბოლო 2 თვეში ირანში სიკვდილით სულ მცირე 21 ადამიანი დასაჯეს, 4000-ზე მეტი დააკავეს გაერო: ბოლო 2 თვეში ირანში სიკვდილით სულ მცირე 21 ადამიანი დასაჯეს, 4000-ზე მეტი დააკავეს
გადახედვა
-
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს "მაქარაშვილის ჯგუფის" საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით განახლებული ანგარიში წარედგინა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს "მაქარაშვილის ჯგუფის" საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით განახლებული ანგარიში წარედგინა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება მიხეილ სარჯველაძე: ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება
გადახედვა
-
მკვლევრებმა იპოვეს მარტივი გზა, რომელიც თქვენს კატას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს მკვლევრებმა იპოვეს მარტივი გზა, რომელიც თქვენს კატას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს
გადახედვა
-
"თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი" — ქეთევან ბაკარაძე მიხეილ სარჯველაძეს "თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი" — ქეთევან ბაკარაძე მიხეილ სარჯველაძეს
გადახედვა
-
რატომ გვიწითლდება სახე, როცა გვრცხვენია ან ვბრაზდებით? რატომ გვიწითლდება სახე, როცა გვრცხვენია ან ვბრაზდებით?
-
გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა "ეფარება" გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა "ეფარება"
გადახედვა
-
თამაზ იმნაიშვილი: შავი ზღვა და მისი მიმდებარე სამხრეთ კავკასიის ტერიტორია ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის განუყოფელი ნაწილია თამაზ იმნაიშვილი: შავი ზღვა და მისი მიმდებარე სამხრეთ კავკასიის ტერიტორია ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის განუყოფელი ნაწილია
გადახედვა
-
შენი მეორე ბანკი — გამბედავი და ირონიული განაცხადი სილქ ბანკისგან შენი მეორე ბანკი — გამბედავი და ირონიული განაცხადი სილქ ბანკისგან
-
კროსვორდი: გაიხსენებ ამ ცნობილი ლექსების ავტორებს? კროსვორდი: გაიხსენებ ამ ცნობილი ლექსების ავტორებს?
გადახედვა
-
რას გიმზადებს ექსტრა და თიბისი 30 აპრილს? რას გიმზადებს ექსტრა და თიბისი 30 აპრილს?
კომენტარები