ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს "მაქარაშვილის ჯგუფის" საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით განახლებული ანგარიში წარედგინა
"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს "მაქარაშვილის ჯგუფის" საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით განახლებული ანგარიში წარუდგინეს. დოკუმენტი 2025-2026 წლებში საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას მიმოიხილავს — ინფორმაციას საია ავრცელებს
სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების სტანდარტები მკვეთრად გაუარესდა. ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე კრიტიკული მიმართულება:
-
ცვლილებები შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რომლებიც ახდენს მშვიდობიანი შეკრების კრიმინალიზებას, მნიშვნელოვნად ავიწროვებს დასაშვები კრიტიკის სივრცეს და ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს;
- ე.წ. "ავტორიტარული კანონები" გამოიყენება აქტივისტების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ რეპრესიების ინსტრუმენტად;
- სამართალდამცავების მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის თვითნებურ გამოყენებაზე ეფექტიანი სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება;
- ხელისუფლება აქტიურად იყენებს სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს აქციების მონაწილეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი დასჯის მიზნით, რაც საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა;
მიუხედავად მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნისა, ხელისუფლებამ არ წარადგინა სრულყოფილი სტატისტიკა პროტესტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ. ასევე, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არ შეიცავს ინფორმაციას გამოხატვის თავისუფლების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯების თაობაზე.
"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ 2025 წლის მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა, რომ წარმოედგინა სტატისტიკური მონაცემები პროტესტებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღსრულების თაობაზე, რაც სრულყოფილი სურათის წარმოდგენის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებითაც ცხადია, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიების მასშტაბი საგანგაშოდ გაზრდილია" — ნათქვამია "საიასა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.
ცნობისთვის, "მაქარაშვილის ჯგუფი" აერთიანებს ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, სადაც დადგინდა თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დარღვევა.
2025 წლიდან აღნიშნული ჯგუფი გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის საბჭო მას სისტემურ პრობლემად განიხილავს და პროგრესს ყოველწლიურად აფასებს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მაქარაშვილის საქმეების აღსრულების საკითხს 2026 წლის 9-11 ივნისს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. სამოქალაქო სექტორისთვის აღნიშნული პლატფორმა რჩება საერთაშორისო ადვოკატირების უმნიშვნელოვანეს ბერკეტად ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მისაღწევად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები