ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, მადრიდში ბრენდის დაარსებიდან 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გასული მეოთხედი საუკუნის შედეგები შეჯამეს და სამომავლო სტრატეგიული გეგმები განიხილეს.
2001 წელს შექმნილი ბრენდი, რომელიც თავდაპირველად ესპანეთის მუნიციპალიტეტებს ემსახურებოდა, დღეს წყლის რესურსების მართვის გლობალურ ლიდერად იქცა. ამჟამად Aqualia მსოფლიოს 19 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იტალიაში, იაპონიასა და საქართველოში ოპერირებს. კომპანიის ზრდა ციფრებშიც შთამბეჭდავია: თუ 2002 წელს მისი შემოსავალი 379 მილიონ ევროს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 1.7 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც 25 წელიწადში 370%-იან ზრდას ნიშნავს. დღეს Aqualia-ს გლობალური გუნდი 14,400-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წყლის მდგრად მართვაზე ზრუნავენ.
საიუბილეო ღონისძიებაზე Aqualia-ს გენერალურმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ ხაზი გაუსვა, რომ ბრენდის წარმატების საფუძველი საჯარო მომსახურების მაღალი პასუხისმგებლობა და ინოვაციებისკენ მუდმივი სწრაფვაა. მისი თქმით, კომპანია უბრალო კონტრაქტორი კომპანიიდან გადაიქცა სრულ ციკლზე პასუხისმგებელ ოპერატორად, რომლისთვისაც პრიორიტეტული თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მაღალი სტანდარტების დანერგვაა. ამის დასტურია კომპანიის ბოლოდროინდელი წარმატებებიც, მათ შორის აშშ-ში, ტეხასის შტატში დაგეგმილი წყლის გამტკნარების მასშტაბური პროექტი, რაც Aqualia-ს ტექნოლოგიური უპირატესობის კიდევ ერთი აღიარებაა.
25 წლის წინ დასახული მისია — წყლის მართვის თანამედროვე და ეფექტიანი კულტურის შექმნა — დღეს უკვე რეალობაა, რასაც კომპანია ყოველდღიური საქმიანობითა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით ამტკიცებს. ბრენდის საიუბილეო თარიღი კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც კიდევ უფრო მეტ აქცენტს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრადი სისტემების განვითარებაზე გააკეთებს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები