Friends-ის კაცი სცენარისტები სერიალის ქალი მსახიობების შესახებ ერთმანეთს სექსუალურ ფანტაზიებს უზიარებდნენ — ლიზა კუდროუ
ფოტო: Metro
ლიზა კუდროუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიალ მეგობრების გადაღებების 10 სეზონის განმავლობაში, მას სცენარისტების მხრიდან (რომლებიც ძირითადად კაცები იყვნენ) არაერთი უსიამოვნო მომენტის ატანა მოუწია.
კუდროუ, რომელიც სერიალში ფიბი ბუფეს როლს ასრულებდა, ამბობს, რომ სცენარისტები მსახიობებს ტექსტის დავიწყების გამო მკაცრად საყვედურობდნენ, თავისუფალ დროს კი სერიალში მონაწილე ქალი მსახიობების შესახებ სექსუალურ ფანტაზიებს უზიარებდნენ ერთმანეთს.
ფოტო: NBC
"კულისებში საზიზღრობები ხდებოდა," — აღნიშნა კუდროუმ — "არ დაგავიწყდეთ, რომ ეპიზოდებს 400-კაციანი ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ვიღებდით. თუ რომელიმე სცენარისტის დაწერილ ფრაზას არასწორად იტყოდი, ან თუ ხუმრობაზე მაყურებლისგან იდეალური რეაქცია არ წამოვიდოდა, სცენარისტები ამბობდნენ: 'ამ ძუკნას კითხვა არ შეუძლია? არც კი ცდილობს. ჩემი დაწერილი ფრაზა გააფუჭა'".
ფოტო: NBC/Getty Images
ლიზამ ასევე გაიხსენა, რომ "სცენარისტების ოთახში კაცები გვიანობამდე ისხდნენ და ჯენიფერზე და კორტნიზე თავიანთ სექსუალურ ფანტაზიებს განიხილავდნენ, რაც საკმაოდ მძიმე იყო".
ჯენიფერი ენისტონი და კორტნი კოქსი
ფოტო: NBC
კუდროუმ აღნიშნა, რომ სცენარისტების ქცევას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მათი უხამსი საქციელის უმეტესი წილი დახურულ კარს მიღმა ხდებოდა.
მეგობრების სცენარისტთა გუნდის ქცევების შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში შეიტყო ამაანი ლაილის საშუალებით. ლაილიმ, რომელიც 1999 წელს სერიალის მე-6 სეზონზე მუშაობდა, კომპანია Warner Bros. Television-ს სამუშაო გარემოს გამო უჩივლა. სარჩელში ის ამტკიცებდა, რომ სცენარისტები ხშირად აკეთებდნენ სექსისტურ და რასისტულ კომენტარებს, მას კი, როგორც ასისტენტს, ევალებოდა ჩაენიშნა ყველაფერი, რაც სცენარისტების ოთახში ითქმებოდა. საქმე საბოლოოდ უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც ლაილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაასკვნა, რომ მსგავსი უხეში ქცევები შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილი იყო.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები