რატომ გვამშვიდებს საკუთარ ხელებზე შეხება ან სახეზე ცივი წყლის შესხმა?
ფოტო: Magnific
დაჰკვირვებიხარ, რას აკეთებ მაშინ, როცა დაძაბული ხარ, რამეზე შფოთავ ან უბრალოდ, ფიქრით იღლები? სრულიად გაუაზრებლად და ინსტინქტურად ხელს ისვამ დაჭიმულ კისერზე, საფეთქლებს ისრეს ან ცივ წყალს ისხამ სახეზე. საკუთარ სხეულზე ამ მარტივი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, შვებას ვგრძნობთ ხოლმე.
ეს ქცევა თითქოს უმნიშვნელოა — ავტომატურად ვაკეთებთ და არც კი ვუფიქრდებით, რატომ. არადა, სხეული ამ დროს გადარჩენის საკმაოდ კონკრეტულ მექანიზმს რთავს — ისეთს, რომელიც მითითებებს არ ელოდება და პირდაპირ რეაგირებს.
შეხება (განსაკუთრებით საკუთარ სხეულთან) ნერვულ სისტემასთან ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და პირდაპირი გზაა. როცა კანს ვეხებით, რეცეპტორები აქტიურდება და ტვინს უსაფრთხოების სიგნალს უგზავნის — მოდუნების საშუალებას აძლევს. ეს სიგნალი კი ხშირად უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე თავის დამშვიდების სხვა უფრო რაციონალური მცდელობა — მაგალითად, ფიქრი ან ლაპარაკი.
ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს პარასიმპათიკური ნერვული სისტემა თამაშობს — ორგანიზმის ის ნაწილი, რომელიც სხეულის დამშვიდებაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, გულისცემაც ნელდება და დაძაბულობაც თანდათან იკლებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ შეხება ყურადღებას ამიწებს — როცა ფიქრი არეული გვაქვს, სხეულზე შეხება რეალობაში გვაბრუნებს.
ფოტო: Giphy
სახეზე ცივი წყლის შესხმაც მსგავსად მუშაობს. მისი წყალობით ორგანიზმი ერთგვარ გადატვირთვასაც ახერხებს. ტემპერატურის მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილების გამო კი, ტვინს ყურადღება ფიზიკურ ზემოქმედებაზე გადააქვს.
საინტერესოა ისიც, რომ ამ მექანიზმს ბავშვობიდანვე ვიყენებთ — ბავშვი, რომელიც ტირის, ინსტინქტურად ეხება საკუთარ თავს ან მშობელს ეძებს, რომ შეეხოს. ზრდასრულობაში ეს ქცევა უბრალოდ უფრო ჩუმი და შეუმჩნეველი ხდება.
ჩვენი ყოველდღიურობა სტრესით და გადაღლითაა სავსე. ამიტომაა კარგი იმის ცოდნა, რომ საკუთარ თავთან დაბრუნება ასეთი მარტივი და ბუნებრივი გზით შეგვიძლია — შეხებით, ღრმა სუნთქვით ან უბრალოდ სახეზე ცივი წყლის შესხმით.
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
კომენტარები