მიუსაფარ ბავშვთა დაცვის გამოწვევები საქართველოში და მთავარი საფრთხე — ტრეფიკინგი
ფოტო: IOM
თუ თბილისში, პეკინის გამზირზე ხშირად სტუმრობთ კაფეებს, შეამჩნევდით 12 წლამდე ბიჭს, რომელიც ზამთარში არასდროს აცვია ქურთუკი, უკეთია ზურგჩანთა, რომელშიც გასაყიდი ნივთები უწყვია და ხმადაბლა გთხოვთ, ერთი ხელსახოცი მაინც შეიძინოთ მისგან, ფულის ნაცვლად საკვების შეთავაზებაზე კი არასდროს თანხმდება. ეს პატარა ბიჭი საქართველოში მცხოვრები ათობით ბავშვის სახეა, რომლებსაც მუშაობას ან მოწყალების თხოვნას აიძულებენ, ხოლო გამომუშავებულ თანხას სხვა პირები ისაკუთრებენ. ასეთი ფაქტები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად ხდება, შეიძლება ბავშვთა ტრეფიკინგად მოვიაზროთ.
ბავშვთა ტრეფიკინგის განსაზღვრა პრაქტიკაში ხშირად რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექსპლუატაცია და ძალადობა გადაადგილების ან მიგრაციის კონტექსტში ხდება და ბავშვის შესახებ ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. ზოგიერთ შემთხვევაში, სამართალდამცველებს უჭირთ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული ბავშვების იდენტიფიცირება, სწორედ დოკუმენტაციის არ არსებობის გამო. აღნიშული გარემობა აფერხებს მათ შესაბამის სერვისებზე წვდომას, შედეგად, ისინი წლობით შეიძლება დარჩნენ ექპლუატაციისა და ძალადობის პირობებში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ბავშვებთან მიმართებაში გამოყენებული იყოს — მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს მათ დაცვასა და მხარდაჭერას და არა მხოლოდ შესაძლო სამართალდარღვევაზე რეაგირებას.
პრობლემის საპასუხოდ, 2020 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შექმნილმა არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრმა, რომელიც მუშაობს, ერთი მხრივ, ბავშვებთან, რომლებიც სისხლისსამართლებრივ ასაკს (14 წელი) არ არიან მიღწეული და ჩადიან დანაშაულს, მეორე მხრივ, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულ ბავშვებთან (მათ შორის, მათთან, ვინც ქუჩაში მოწყალებას ითხოვს). მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, ბავშვებისთვის სამართლებრივი სერვისების ხელმისაწვდომობაში ხარვეზების არსებობას, საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, წლებია აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი. 2024 წლის ანგარიშში — მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, საუბარია ბარიერებზე, რომლებიც ბავშვებს ექმნებათ სამართლებრივი სერვისების მიღების თვალსაზრისით. მათ არ აქვთ ინფორმაცია იმ მხარდამჭერი სისტემების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, არ იციან, სად შეიძლება ითხოვონ სამართლებრივი დახმარება, თუ მათი უფლებები ირღვევა. ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ ბავშვები სამართალდამცველ უწყებებს ნაკლებად ენდობიან. მათ ეშინიათ, რომ საჩივრით ან განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, დააშინებენ ან შეავიწროებენ, არ დაუჯერებენ, არ აღიქვამენ სერიოზულად.
ბავშვთა ტრეფიკინგის ძირითადი მიზეზები
ბავშვთა ტრეფიკინგის მთავარი გამოწვევი მიზეზები შეიძლება იყოს სიღარიბე და სოციალური დაუცველობა, ოჯახური გარემოს არასტაბილურობა ან განათლებაზე შეზღუდული წვდომა. ბოლო წლების ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა გარკვეულ სურათს ქმნის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2018 მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების 25% მიგრანტია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (IOM) განმარტავენ, რომ ამ ჯგუფებში ტრეფიკინგის მსხვეპლი ბავშვების იდენტიფიცირების კუთხით ეროვნული სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა, სრულად ვერ ასახავდეს ტრეფიკინგის რეალურ მასშტაბებს. ეს დაკავშირებულია, როგორც იდენტიფიცირების სირთულეებთან, ისე დანაშაულის ბუნებასთან, რომელიც ხშირად დაფარულია და მსხვერპლები არ მიმართავენ შესაბამის უწყებებს. საქართველოს შესახებ ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭო ს ექსპერტთა ჯგუფის 2025 წლის ანგარიშის თანახნმად ქუჩაში მოწყალებას დაახლოებით 2500 ბავშვი ითხოვს.
აშშ შრომის დეპარტემენტის საერთაშორისო შრომის საქმეთა ბიუროს 2024 წლის ანგარიში ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით გამოყოფს ტრეფიკინგის შემდეგ ფორმებს:
- კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია;
- შრომითი ექსპლუატაცია მოწყალების თხოვნის იძულებით ან/და წვრილმანი ნივთების ვაჭრობით;
- კრიმინალურ ქმედებებში ჩართვა, მათ შორის, ქურდობა.
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ეთნიკური უმცირესობები და სხვა მარგინალური ჯგუფები, მათ შორის, ბოშები, ქურთები, აზერბაიჯანელები და სომხები, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები. სიღარიბე და უსახლკარობა ტრეფიკინგისგან დაუცველობას განაპირობებს.
აშშ-ის შრომის საქმეთა ბიურო ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ საქართველოში გადაიდგა პროგრესული ნაბიჯები, ბავშვთა შრომის ყველაზე მძიმე ფორმების აღმოფხვრისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს გამოწვევებიც, რომელთა აღმოსაფხვრელად უნდა გადაიდგას ნაბიჯები: “მთავრობამ შეიმუშავა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2025-2026 წლებისთვის, რომელიც აუმჯობესებს ბავშვების განათლებაზე წვდომას და დამატებით დაცვას უზრუნველყოფს მოწყვლადი ჯგუფებისთვის. საქართველომ ასევე დაამტკიცა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა 2025–2026 წლებისთვის. მიუხედავად ამ ძალისხმევისა, სოციალური პროგრამები არასაკმარისია ქვეყანაში ბავშვთა შრომის სიტუაციის სრული მასშტაბით მოსაგვარებლად, მათ შორის იმ ბავშვების ჩათვლით, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ.“ — ნათქვამია ანგარიშში.
ბავშვთა ტრეფიკინგის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების გზები
ტრეფიკინგის პრევენცია მოითხოვს კოორდინირებულ, მრავალსექტორულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე საზოგადოებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ იდენტიფიცირებას, რეფერირების ეფექტიან მექანიზმებს და ბავშვზე მორგებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
საზოგადოების ინფორმირებისთვის IOM იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვების ტრეფიკინგის რისკების უკეთ გააზრება და შესაბამისი რეაგირების ხელშეწყობა. კამპანია მოიცავს საინფორმაციო მასალების გავრცელებას, ასევე ციფრულ პლატფორმებზე აქტიურ კომუნიკაციას. ამასთან, IOM განაგრძობს სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერას დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლთა დროული იდენტიფიცირების, რეფერირების და დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის სოციალური მუშაკებისა და სხვა პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარების მეშვეობით.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი, ვინც ქუჩაში მოწყალებას ითხოვს ან შრომით საქმიანობას ეწევა, არის ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფოსგან დროული რეაგირება და მასზე მორგებული სერვისებით უზრუნველყოფა სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს. ყველა ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს უსაფრთხო გარემოში და ჰქონდეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
საინფორმაციო სტატია მომზადდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიასთან პარტნიორობით, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ საინფორმაციო კამპანიას.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები