საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს, 11 მარტს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სოციალურ ქსელში ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას, ანდა გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით. ან სხვა საჯარო გამოსვლისას. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.