რუსეთი საქართველოდან დევნილებს სახლებს ჩრდილო ოსეთში მისცემს
ერთ მილიარდ რუსულ რუბლზე მეტი გამოიყო რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან (ასეთი ფორმულრებაა გამოყენებული განცხადებაში) დევნილი ოჯახებისთვის თავშესაფრები მოეწყოს. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. ეს 2018 წლისთვის გათვლილი პროექტია. თანხა ჩრდილო ოსეთის ბიუჯეტშია გადარიცხული და მისით 500 ოჯახზე მეტი ისარგებლებს. ორი წლით ადრე სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც საცხოვრებლის საჭიროებას ადასტურებს, 512 ოჯახმა მიიღო. რიგში კიდევ 1672 ოჯახი დგას.
სერტიფიკატების გაცემა სამხრეთ ოსეთში სპეციალური ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სახელწოდებით "სახელმწიფო ვალდებულებებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა", რასაც ფედერალური კანონი ითვლისწინებს.
ოჯახები, ვინც 2018 წელს საცხოვრებელს მიიღებს ჩრდილო ოსეთში, დევნილები 1989-92 წლებიდან არიან და მათ დაკმაყოფილებას 2020 წლის ბოლომდე ვარაუდობს ფედერაცია.
არის თუ არა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დევნილებისთვის კომპაქტური ჩასახლებები, რა რაოდენობის ადამიანია წასული საქართველოდან ჩრდილო ოსეთის მიმართულებით, რა პირობებში ცხოვრობენ ისინი და რამდენად შეესაბამება რეალობას მოყვანილი ციფრები? ამის შესახებ ამერიკის ხმამ რამდენიმე კომენტარი ჩაწერა.
კოალიცია დევნილებისთვის წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ რეალური მონაცემებისა და დევნილ ადამიანთა რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია საქართველოში არ არსებობს. 90-იან წლებში საცხოვრებლად იძულებითა თუ ნებაყოფლობით წასვლის პროცესი ქაოტური იყო და ის არავის აღუნუსხავს. რაც შეეხება დევნილთა ჩასახლებებს, ასეთები სამხრეთ ოსეთში იყო. "რაოდენობრივად, საქართველოდან წასული დევნილების ზუსტი ციფრი ჩრდილო ან სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, რადგან ერთის მხრივ, ეს იყო ძალიან სპონტანური პროცესი, რომელიც გამსახურდიას დროს დაიწყო, კახეთის გარკვეული რეგიონებიდან, ბორჯომის ხეობიდან და ქარელიდან. ამას მოჰყვა უკვე საბჭოთა კავშირის რღვევასთან ერთად, ძალიან დიდი მიგრაცია რუსეთში. მაშინ ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე იყო დიდი. ბევრი ადამიანი, რომელიც მიდიოდა, ცდილობდა თავი წარმოეჩინა, როგორც დევნილი, რომელიც გამოაგდეს და ასე დარჩენილიყო რუსეთში, მიეღო დროებითი საცხოვრებელი. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ნამდვილად. თავიდან რუსული მხარე ამბობდა, რომ საქართველოდან დევნილი იყო 100 ათასი... ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს არანაირი დოკუმენტი, პიროვნულ იდენტიფიკაციასაც ვერ ახდენს. ეს ადამიანები, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მხრიდან, ყოველგვარ დახმარებას არიან მოკლებული. შარშან და შარშანწინ ძალიან ბევრ ასეთ ადამიანთან მოუხდა მუშაობა ჩვენს ორგანიზაციას. კომპაქტური დასახლებები არის როგორც ვლადიკავკაზში, ასევე ჩრდილო ოსეთის სხვა რეგიონებში, ზოგან უმძიმესი პირობებია. იქ არიან 90-იანი წლების დევნილები. 2008 წლის შემდგომ საქართველოდან დევნილები ჩრდილოეთ ან სამხრეთ ოსეთის მხარეს არ წასულან".
2006 წელს საქართველომ მიიღო კანონი რესტიტუციის შესახებ, რომელიც საქართველოდან დევნილი ადამიანების აღრიცხვასა და მათ კომპენსაციას ითვალისწინებდა. კანონის აღსრულებაში სამხრეთ ოსეთის მხარის ჩართვაც იყო გათვალისწინებული, უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად, თუმცა კანონი არ ამოქმედებულა. 2008 წლის ომმა ამ მიმართულებით ბევრი რამ შეცვალა. "იმ ხალხისთვის, ვინც 90-იან წლებში განიდევნა საქართველოდან, 2006 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი რესტიტუციის შესახებ, რომელიც 2007 წლიდან ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო. ის ითვალისწინებდა სამმხრივი კომისიის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ოსური მხარის მონაწილეობით. სამწუხაროდ, 2008 წლის ომისა და კონტაქტების შეწყვეტის გამო, ამ კანონმა ვერ იმუშავა, მაგრამ იგი არსებობს და როგორც კი ამის იმპლემენტაცია მოხდება, იმ დევნილებს, ვისაც ახლა რუსეთი აკმაყოფილებს, საშუალება ექნებათ კომპენსაცია ან სახლის აღდგენა მოსთხოვონ საქართველოსაც. კანონს არ უმუშავია, რადგან ის ითვალისწინებდა კომისიის შექმნას ქართული, ოსური და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლიდა მდგომარეობას და მიიღებდა გადაწყვეტილებებს. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, შეუძლებელია ეს ყველაფერი განხორციელდეს".
დევნილების ჩასახლებების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის გელა ზოზიაშვილიც, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის სპეციალისტი: "დევნილების ის რაოდენობა, რაც დასახელებულია თქვენს მიერ მოყვანილ ინფორმაციაში, არ არის არარეალური. რამდენად სწორად აქვთ მათ საბუთები, სხვა საკითხია. როგორ მიიღეს მათ დევნილის სტატუსი და რა რეალობაა, არავინ იცის. რუსეთში კორუფცია მძვინვარებს, არავის გაუჭირდება საბუთის აღება და სტატუსის გაკეთება, ისევე, როგორც ანალოგიურად პენსიების აღების შემთხვევაში იკეთებენ საბუთებს. ცხინვალში აშენდა "გარადოკ მასკოვსკი" სწორედ დაზარალებული ხალხისთვის, თამარაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადრე აქ იყო შამპანიურის ჯიშის ყურძნის ვენახები, დაახლოებით 40-50 ჰექტარს მოიცავს ეს ტერიტორია, ჩემი ვარაუდით, ზუსტად ვერ გეტყვით. ამ მხარეს განვითარდა ცხინვალის მშენებლობა და ითქვა, რომ მათთვისაა, ვინც ზიანი მიიღო 2008 წლის კონფლიქტის შედეგად. მანამდე კომპაქტური დასახლებები დევნილებისთვის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მხარეს არ ყოფილა".
ნაზი ბერუაშვილი დევნილია და გორში ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს. მას ბევრი ახლობელი ყავს სამხრეთ ოსეთში. ამერიკის ხმასთან საუბრისას ის ამბობს, რომ დევნილების ჩასახლებებისა და არსებობის შესახებ ცხინვალისკენ, ინფორმაციას არ ფლობს: "დევნილთა ჩასახლებების შესახებ ცხინვალის მხარეს არაფერი გამიგია არასდროს. ალბათ, 90-იან წლებში ქართველებმა ოსები რომ გარეკეს სოფლებიდან, ის ხალხი იგულისხმება. ჩვენ რომ წამოვედით და დევნილებად ვიქეცით, ეს ვიცი, მაგრამ სხვა არაფერი. პირველად გავიგე ახლა ამის თაობაზე".
გასული წლის ნოემბერში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ეხებოდა. მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი საქართველოდან დევნილებისთვის თანხის გამოყოფაც გახლდათ.
-
ახალი მოხსენების თანახმად, მზისგან დამცავები შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს ახალი მოხსენების თანახმად, მზისგან დამცავები შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს
გადახედვა
-
განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა
გადახედვა
-
სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1 სამშვილდე: აღმოაჩინე უძველესი ციხე-ქალაქი — მომთაბარე პოდკასტი #1
-
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან
-
მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა მეცნიერებმა იპოვეს შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელშიც შავ ჭირს გადარჩენილი ადამიანების სიაა
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება
გადახედვა
-
13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან 13 მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე Google I/O 2026-დან
გადახედვა
-
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ისტორიაში
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად — I კვარტლის შეჯამება საქართველოს ბანკის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად — I კვარტლის შეჯამება
-
ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
გადახედვა
-
ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია
გადახედვა
-
"ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე "ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე
გადახედვა
-
სეს: "როიალ ფიშ ბათუმიდან" 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი ამოიღეს სეს: "როიალ ფიშ ბათუმიდან" 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი ამოიღეს
გადახედვა
-
Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა Fortnite გლობალურ App Store-ებზე დაბრუნდა
გადახედვა
-
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს — აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს — აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით ქვიზი: გამოიცანი მეცნიერი აღმოჩენით
-
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაკავებულია ერთი პირი საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაკავებულია ერთი პირი
გადახედვა
-
10 ცნობილი ნახატი, რომელთა უკან საინტერესო ისტორიები იმალება 10 ცნობილი ნახატი, რომელთა უკან საინტერესო ისტორიები იმალება
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს
გადახედვა
კომენტარები