მომავალი ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში ძირითადად ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტო 11-დან 14 იანვრის ჩათვლით ამინდის პროგნოზსს აქვეყნებს.

11 იანვარი

დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლია მოსალოდნელი. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +2, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

12 იანვარი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.

13-14 იანვარი

ამ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.