რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში, მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ბავშვი რამდენიმე საათის წინ დაბადებული იყო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც ექიმი ამბობს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც On.ge-ს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, მათი თანამშრომლები ბავშვის მდგომარეობის შესასწავლად უკვე გავიდნენ.

საწყის ეტაპზე, სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვის მშობლის მოძიებას შეეცდება. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ვერ მოიძიებენ, ან უარს იტყვიან მასზე, ბავშვი მიმღებ ოჯახს ნდობით აღსაზრდელად გადაეცემა.