ოსკარამდე მისასვლელი გზა ოქროს გლობუსზე რომ გადის, ამაზე კინოსამყარო დიდი ხნის წინ შეთანხმდა. სწორედ ამიტომ, ყველა დიდი ინტერესით ელოდა ჯერ ნომინანტებს, ახლა კი უშუალოდ ცერემონიალს, რომელიც წელს 7 იანვარს გაიმართება.

ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიას წელს Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი წაიყვანს.

რაც შეეხებათ ნომინაციებს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ წარმდგენთა პირველი ნაწილი უკვე წარადგინა.

როგორც ცნობილი გახდა, ბევერლი ჰილტონის სცენიდან გამარჯვებულებს პრიზებს გალ გადოტი, პენელოპე კრუზი, კერი ვაშინგტონი, ემი პოლერი და სეთ როგანი გადასცემენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ გადასცემს საპატიო ჯილდოს ოპრა უინფრის, რომელიც სესილი დემილის სახელობის გლობუსის 2018 წლის ლაურეტია.

გაიგეთ მეტი: ოქროს გლობუსი 2018