გიორგაძე: მანანა ბერიკაშვილმა პროექტიდან გასვლაზე ემოციურ ფონზე განაცხადა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია
მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ორშაბათს, სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდება პროექტში მონაწილე ყველა მხარის ფუნქციები და მოვალეობები.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მანანა ბერიკაშვილმა "ემოციურ ფონზე" განაცხადა პროექტის დატოვების შესახებ, თუმცა მინისტრი ამ ფაქტს გამორიცხავს და "მისთვის წარმოუდგენელს" უწოდებს:
"ქალბატონი მანანას გაჟღერებული გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე იყო, მისი პროექტიდან გასვლა ჩემთვის წარმოუდგენელია. ის ძალიან ბევრ მიმართულებაში პირადად არის ჩართული, ძალიან მასშტაბური კულტურული პროგრამაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სპეციალური საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა ნიშნავს ქვეყნის კულტურის, მისი ისტორიის წარმოჩენას".
მანამდე, მწერალმა ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან და რომ მან ეს თავადვე განაცხადა შეხვედრისას. ბუღაძის ინფორმაციით, ბერიკაშცილი აღარ უხელმძღვანელებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას:
"ეროვნული ცენტრის წიგნი გააგრძელებს მუშაობას. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას ასეთი ღირსეული ნაბიჯისთვის. იმისათვის, რომ არ შეიქმნას, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პრობლემა, ის გადის პროექტიდან".
გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გვანცა ჯობავამ აღნიშნა, რომ მათი ბოიკოტი იხსნება და მწერლებიც და გამომცემლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში:
"მინისტრი დაგვპირდა, რომ გამოინახება საშუალებები რომ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან გაგრძელდეს თანამშრომლობა. მომავალ კვირაში გაიმართება პირველი სამუშაო შეხვედრა. ჩვენც აუცილებლად დავესწრებით ამ შეხვედრას".
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე ათი თვით ადრე ქართული წიგნის ერონვული ცენტრის დირექტორმა, დეა მეტრეველმა თანამდებობის დატოვების წერილით კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს მიმართა. მიზეზად კი, პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბაზრობისთვის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს ასახელებს.
პროგრამის კურატორად დაინიშნა მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი და კომისრად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფრანკფურტში რეპრეზენტატორი იქნება.
როგორც რუსთავი 2-თან ინტერვიუში მიხეილ გიორგაძემ თქვა, ფრანკფურტის პროექტის ხელმძღვანელი იქნება მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ყველა სამუშაო პროცესს გაუწევდა კოორდინირებს.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები