პარლამენტმა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
ახალი კანონპროექტის თანახმად, მეხანძრე-მაშველები სოციალური და სამართლებრივი დაცვის კუთხით პოლიციელებთან გათანაბრდებიან.
პარლამენტმა შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, ინიციატივა კანონში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებების შეტანაზე დაამტკიცა.
მღებრიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პირველად 2016 წლის 12 ივნისს მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააჟღერა.
შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის და მაშველებისთვის დამატებით ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, რაც მათ სოციალური და სამართლებრივი დაცვის კუთხით პოლიციელებთან ათანაბრებს.
ახალი კანონის თანახმად:
- 2016 წლის 1 სექტემბრიდან „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესაბამისი სპეციალური წოდება მიენიჭებათ;
- ყოველთვიურად ფულად სარგოზე დაუწესდებათ დანამატი ნამსახური წლებისთვის და ასევე, წოდებრივი სარგო;
- განესაზღვრებათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება, აგრეთვე, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები;
- სააგენტოს მოსამსახურეებს მიეცემათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მათი ოჯახის წევრებს ექნებათ დაზღვევის შესაძლებლობა;
- მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
- ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, 2017 წლის 1 იანვრიდან დაინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია.
- აგრეთვე, მნიშვნელოვანი სიახლეა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის და მაშველის ოჯახის წევრებისთვის ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაციის დაწესება.
„მეხანძრე-მაშველისა და მაშველის მიერ ხანძრის ჩაქრობის, სამაშველო და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელების დროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯი - 500 ლარი გადაცემათ” - ნათქვამია განცხადებაში.
კანონი ასევე დაადგენს სამსახურში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და შრომის პირობებს, როგორიცაა: სამსახურში მიღება, შვებულება და სამსახურიდან დათხოვნა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები