ტრამპის საგადასახადო რეფორმა და ბაზრის მოლოდინი
ფოტო: AP
მიმდინარე კვირაში აშშ-ს სენატში გაიმართება ტრამპის მიერ შემოთავაზებული საგადასახადო ინიციატივის კენჭისყრა. რესპუბლიკელი სენატორები შეეცდებიან ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დანაპირების განხორციელება დაიწყონ.
დონალდ ტრამპის საგადასახადო რეფორმა, შეიძლება, მსოფლიოს ბაზრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცეს. ინვესტორები მთელი მსოფლიოდან ყურადღებით ადევნებენ თვალს ტრამპის ინიციატივის მსვლელობას აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებში. ტრამპის კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რეფორმა მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესის კეთების წესებსა და პირობებს არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას ობამაქეარის გაუქმება, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა და სწორედ ახალი საგადასახადო სისტემა წარმოადგენდა. დღევანდელი მდგომარეობით ობამაქეარის გაუქმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და წინა პრეზიდენტის მემკივდრეობა კანონის დონეზეა შენარჩუნებული. მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა კიდევ უფრო შორეულ და ბუნდოვან პერსპექტივას წარმოადგენს და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს. მოცემულ ვითარებაში ტრამპისთვის მისი საგადასახადო რეფორმა კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. აქედან გამომდინარე, მნიშველოვანია ვიცოდეთ თუ რას ითვალისწინებს ტრამპის საგასახადო რეფორმა და როგორ შეიძლება ის აისახოს მსოფლიოს ეკონომიკაზე.
ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას ნებისმიერი სიდიდისა და კაპიტალიზაციის კომპანიისთვის. რეფორმის მიზანია აშშ-ს ტერიტორიაზე მომუშავე ადგილობრივ კომპანიებს შეუქმნას უკეთესი გარემო ინვესტირებისთვის, ხოლო ამერიკულ ტრანსნაციონალური გიგანტები წაახალისოს, რათა მათი მხრიდან მოხდეს მეტი ფულადი რესურსის ინვესტირება უშუალოდ აშშ-ს ტერიტორიაზე არსებულ ბიზნესში. კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს კომპანიების მიერ გამომუშავებული მოგების ან მისი ნაწილის რეპატრიაციას, ანუ დაბრუნებას ამერიკის ეკონომიკაში.
მოგების რეპატრიაციის საკითხი ძირითადად IT სფეროში მომუშავე ამერიკელ ტექნოლოგიურ გიგანტებს შეეხება, რომელბიც ხშირად იყენებდნენ ოფშორულ სქემებს, რათა თავი აერიდებინათ მაღალი გადასახადებისთვის აშშ-ს ტერიტორიაზე. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ. სამოთხის დოკუმენტების გასაჯაროვების შემდეგ გავრცელდა. ოფშორული სქემებით გადასახადებს თავს არაერთი ამერიკული კომპანია არიდებდა. ასეთი კომპანიების ოფშორულ ბალანსზე ძალზედ დიდი თანხები იყრიდა თავს, როგორც წესი ეს თანხები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წლიურ მშპ-საც აღემატებოდა.
თუ კი ამერიკული გიგანტები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოახდინონ მათი მოგების რეპატრიაცია ამერიკაში, პირველ რიგში, ამით ამავე კომპანიის აქციონერები იხეირებენ. მათი შემოსავალი დივიდენდებიდან შემოსული თანხების მეშვეობით გაიზრდება.
მსხვილი ბიზნესი
აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს აშშ-ს ბაზარი გახადოს უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი დიდი კორპორაციებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინიციატივის ის ნაწილი, რომელიც მოგების გადასახადის 15-პროცენტიან კლებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით $10 მილიარდზე მეტი კაპიტალიზაციის მქონდე კომპანიებისთვის მოგების გადასახადი არსებული 35 პროცენტი 20 პროცენტამდე შემცირდება. დიდი კორპორაციების შემთხვევაში, ინიციატივის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ამერიკული გიგანტების ოფშორული შემოსავლების საკითხი. რეფორმის მიზანია აშშ-ს საგადასახადო კოდექსი მოიყვანოს შესაბამისობასთან მსოფლიო პრაქტიკასთან მიმართებაში. რეფორმა თავაზობს კონგრესს უარი თქვას დაბეგრვის ექსტერიტორიულ პრინციპზე და შესაბამისად არ დაბეგროს ამერიკულ კომპანიების საზღვარგარეთ დაარსებული შვილობილი კომპანიები.
რათა არ მოხდეს კომპანიების მიერ მოგების იქ ქვეყნებში გადატანა სადაც უკეთესი საგადასახადო გარემოა, ინიციატივა ითვალისწინებს არანორმალიზებული ე.წ. ზემოგების შემთხვევაში მოგების გადასახადის მხოლოდ 20-პროცენტიან ზედა ზღვარს.
რეფორმა ითვალისწინებს, ასევე, ერთგვარ საგადასახადო ინდულგენციას ერთჯერადი აქციის სახით. რეფორმის ეს ელემენტი ეხება ამერიკული კომპანიების ოფშორულ ანგარიშებზე არსებულ ფულად რესურსებს. კანონპროექტის მიხედვით, ასეთი თანხების აშშ-ს ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში გამონაკლისის სახით მოგების გადასახადი 12 პროცენტით განისაზღვრება. აღნიშნული თანხები კიდევ უფრო ნაკლებად, 5 პროცენტით, დაიბეგრება იმ შემთხვევაში თუ კომპანიები ამ თანხების ინვესტირებას აშშ-ს ტერიტორიაზე არსებულ ბიზნესში მოახდენენ.
საშუალო და მცირე ბიზნესი
ტრამპის საგადასახადო ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, ასევე, მცირე და საშუალო სიდიდის კომპანიებზე. ასეთად ამერიკაში ითვლება კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაცია $2 მილიარდიდან $10 მილიარდამდე მერყეობს.
რეფორმის მიხედვით, შემუშავებულია საშემოსავლო გადასახადის ერთიანი განაკვეთი მცირე ბიზნესისთვის და იგი 25 პროცენტითაა განსაზღვრული. აღნიშნული ინიციატივა ამავე საშემოსავლო განაკვეთს ითვალისწინებს მცირე პარტნიორობისა და ინდივიდუალური მეწარმებიისთვისაც. კანონპროექტის ამ ნაწილის მიზანია აღმოფხვრას ე.წ. ტრანზიტული ბიზნესის მავნე პრაქტიკა, როცა კომპანიის მფლობელები თავს არიდებდნენ დაბეგრვას კომპანიის დონეზე და თანხების გადარიცხვის მეშვეობით იბეგრებოდნენ ინდივიდუალურ დონეზე, რითაც თავს არიდებდნენ უფრო მაღალ გადასახადებს.
ფიზიკური პირები
პროექტის მიხედვით, ასევე, გათვალისწინებულია ცვლილებები ინდივიდუალური საგადასახადო განაკვეთების და დანამატების შემთხვევაში. პროგრესული საგადასადო შკალის ზედა ზღვარი, ინიციატივის მიხედვით, უცვლელი რჩება და შენარჩუნებული იქნება 39,6 პროცენტის სახით.
სწორედ აღნიშნული ზედა ზღვარში მოექცევა შემოსავლები $500 ათასი ზევით, ამ მომენტისთვის იგივე მაჩვენებელი $418 ათასია. ოჯახური წყვილები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება ერთი მილიონ დოლარს და ერთად ავსებენ საგადასახადო დეკლარაციას, ამ ზედა ზღვრით დაიბეგრებიან. ამ წუთისთვის არსებული განაკვეთით მინიმალური შემოსავალი, რომელიც ამავე ზღვარით იბეგრება, $470 ათასით არის განსაზღვრული.
ამავდროულად თითქმის ორმაგდება საბიუჯეტო გადახდები მარტოხელა მოქალაქეებისთვის, ამჟამინდელი $6 350 ნაცვლად გაიზრდება $12 ათასამდე. ასევე, გაორმაგებულ საბიუჯეტო გადახდებს მიიღებს საჭიროების მქონე ოჯახური წყვილებიც. ახლანდელი $12 700 დოლარის ნაცვლად აღნიშნული ჯგუფი მიიღებს $24 ათასს. ასევე, მცირდება იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთიც.
გავლენა ბაზრებზე და ეკონომიკაზე
არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკული კომპანიების მხრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე ბიზნესის გადატანა უარყოფით გავლენას მოახდენს იმ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე, რომლის ერთადერთ უპირატესობას იაფი მუშა ხელი წარმოადგენს. ამ წუთისთვის რთულია გავნსაზღვროთ თუ კონკრეტულად როგორ გავლენას მოახდენს ეს მსოფლიო ეკონომიკაზე, ვინაიდან უცნობია თუ რა ფორმით დამტკიცდება და დამტკიცდება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ. ამასთანვე უცნობია, თუ რამდენად მზად არიან კორპორაციები მიყვნენ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ გეგმას.
ამ რეფორმის დამტკიცებას პერპექტივაში შეიძლება მოყვეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენები ეკონომიკისა ცალკეულ სეგმენტებში.
სავარაუდოდ, ეს რეფორმა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო კაპიტალიზაციის იმ კომპანიებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან ამერიკის შიდა ბაზარზე. ასევე, დადებით გავლენის იქონიების ეკონომიკის ზრდის კუთხით და გაზრდის გადახდისუნარიანი მომხმარებლების ჯგუფს, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ინვესტიციებიც, ხელს შეუწყობს აქციების მსხვილი ბაზრების სტიმულირებას. გაიზრდება, ასევე, მოთხოვნა "რეპატრიანტი" კომპანიის აქციებზე. რეფორმის შედეგად მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად გაიზარდოს მოთხოვნა დოლარზე. დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა გაზრდის წნეხს იმ ვალუტებზე, რომლითაც ხდება ამერიკული ვალუტის შესყიდვა. შესაძლოა გაიზარდოს წნეხი ფასიან ქაღალდებზე, ძირითადად ობლიგაციებზე, რომელშიც ჩადებულია სხვადასხვა ვალუტა.
ამ დროისთვის რთული ამოსაცნობია თუ რა ბედი ეწევა საბოლოოდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ საგადასახადო რეფორმას, ვინაიდან რესპუბლიკელები სენატში მხოლოდ ორმანდატიან უპირატესობას ფლობენ, ხოლო ამ დროისთვის ცნობილია, რომ არც ერთი დემოკრატი დეპუტატი ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ნოემბრის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატამ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, პირველი მსხვილი საგადასახადო რეფორმის საკუთარი ვერსია დაამტკიცა, მაგრამ ინიციატივის საბოლოო დამტკიცებისთვის აუცილებელი იქნება ქვედა პალატის მიერ მიღებული ვერსიის შეთანხმება პროექტის იმ ვერსიასთან, რომელსაც სენატი დაამტკიცებს. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მიღებული ვერსიების შეჯერების შემდეგ, ინიციატივას თავიდან უნდა უნდა ეყაროს კენჭი ორივე პალატაში, სადაც ხმათა უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. რეფორმის ბედი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება საშობაო არდადეგების მოახლოებასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა კანონის მიღება დროში გაწელოს.
მიუხედავად სირთულეებისა დონალდ ტრამპი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს: "საშობაოდ ჩვენ ამერიკელ ხალხს, დიდ საგადასახადო შემცირებებს ვაჩუქებთ. იმედი მაქვს, ეს იქნება დიდი და ლამაზი საჩუქარი ჩვენი მოსახლეობისთვის".
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა

კომენტარები