სპეცრაზმელის გარდა, სპეცოპერაციის დროს სავარაუდო დამნაშავე გარდაიცვალა

სპეცრაზმელის გარდა, სპეცოპერაციის დროს სავარაუდო დამნაშავე გარდაიცვალა. როგორც On.ge-ს თვითმხილველი უყვება პირი სადარბაზოდან გამორბოდა, როცა ის სროლის დროს მოკლეს.
ამ ეტაპზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს ზარებს არ პასუხობენ.
სპეცრაზმელი კი, რომელიც სპეცოერაციის დროს თავში დაიჭრა, საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაცია თითქმის 22 საათია ტარდება.
განახლება, 20:50: მასალის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო დაზუსტებული ინფორმაცია იყო თუ არა გარდაცვლილი სავარაუდო დამნაშავე. სუს-მა On.ge-ს მოგვიანებით დაუდასტურა, რომ აღნიშნული პირი დღეს ლიკვიდირებული სამი პირიდან ერთ-ერთია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულია ერთი პირი და ლიკვიდირებულია სამი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა - ორი. გარდა ამისა, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები