სამოთხის დოკუმენტები: Apple-ის გადასახადებისგან თავის არიდების სტრუქტურა გამოვლინდა
მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი ფირმა Apple მილიარდობით გადასახადების შესანარჩუნებლად საიდუმლო სტრუქტურას იყენებს.
სამოთხის დოკუმენტები (Paradise Papers) აჩვენებს, რომ ირლანდიის საგადასახადო ცვლილებების შემდეგ ეფლმა დაბალი გადასახადების შესანარჩუნებლად ქონების დიდი ნაწილი, 252 მილიარდი დოლარი ბრიტანეთის კუნძულ ჯერზიზე გადაიტანა.
კომპანიაში ამბობენ, რომ სტრუქტურა გადასახადების დაწევაში არ ეხმარებათ. ეფლი აცხადებს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია, ბოლო სამ წელიწადში 35 მილიარდი დოლარი გადაიხადა და კანონს ემორჩილება.
2014 წლამდე კომპანია ე.წ. ორმაგ ირლანდიურ ხვრელს იყენებდა აშშ-სა და ირლანდიის საგადასახადო კანონმდებლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ეფლს ირლანდიაში 12,5% გადასახადი გადაეხადა, ან აშშ-ში - 35%, კომპანიის თავის არიდების სტრუქტურამ ეფლს საშუალება მისცა შემოსავლის მხოლოდ 5 პროცენტი გადაეხადა გადასახადების სახით, რამდენიმე წელიწადში კი ეს მაჩვენებელი 2 პროცენტამდე დავიდა.
ევროკომისიის დაანგარიშებით, ეფლის ერთ-ერთი ირლანდიური კომოპანიის გადასახადი წელიწადში მხოლო 0,005% იყო.
2013 წელს, ეფლი წნეხის ქვეშ მოექცა აშშ-ის სენატში. "თქვენ ეს ოქროს ბატი ირლანდიაში გადაიყვანეთ. გადაანაწილეთ სამ კომპანიაზე, რომლებიც ირლანდიაში გადასახადებს არ იხდიან. ხალხო, ეს არასწორია", - უთხრა ეფლის CEO-ს ტიმ ქუქს სენატორმა კარლ ლევინმა.
ქუქის პასუხი კი ასეთი იყო: "ჩვენ ვიხდით ყველა გადასახადს, რაც გვაკისრია, თითოეულ დოლარს. ჩვენ არ ვიყენებთ საგადასახადო ხრიკებს... ჩვენ არ ვაკავებთ ფულს რომელიღაც კარიბის ზღვის კუნძულზე."
2013 წელს, როდესაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ ეფლის ირლანდიურ ხელშეკრულებას გამოიძიებდა, ირლანდიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში დაფუძნებული ფირმები იმავე პრინციპით ვეღარ იმუშავებდნენ და კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. დაბალი გადასახადების შესანარჩუნებლად ეფლს ოფშორული ფინანსური ცენტრის პოვნა სჭირდებოდა, სადაც მისი შვილობილი კომპანიები ისეთ იურისდიქციაში გადაეტანა, სადაც დაბალ ან საერთოდ არ გადაიხდიდნენ გადასახადებს.
2014 წლის მარტში, ეფლის წარმომადგენლებმა ოფშორულ იურიდიულ ფირმას Appleby მიმართეს. ეფლი კითხულობდა, თუ რა ბენეფიტების მიცემა შეეძლოთ კომპანიისთვის სხვადასხვა ოფშორულ იურისდიქციებს - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, მაურიტიუსი, მენის კუნძული, ჯერზი და გუერნზი
დოკუმენტის მიხედვით, კითხვები მდგომარეობდა იმაში, "შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ეფლს მიეღო ოფიციალური გარანტია გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ" და შესაძლებელი იყო, თუ არა დადასტურება, რომ ირლანდიურ კომპანიას შეეძლო "განეხორციელებინა აქტივობები და თავისუფალი ყოფილიყო გადასახადებისგან."
კოპმანიამ ასევე იკითხა, მოსალოდნელი იყო თუ არა ხელისუფლების ცვლილება, რა ინფორმაცია იქნებოდა საჯარო და რამდენად მარტივი იქნებოდა საჭიროების შემთხვევაში იურისდიქციიდან გასვლა.
გაჟონილი იმეილებით ცხადი ხდება, რომ ეფლს ამ ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა სურდა.
ეფლმა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი კუნძული ჯერზი აირჩია, რომელსაც საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობა აქვს და სადაც უცხოურ კომპანიებს არაფრის გადახდა არ ევალებათ.
ეფლის ანგარიშები აჩვენებს, რომ აშშ-ის გარეთ მათ 44,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს და უცხოურ ხელისუფლებებს გადასახადის სახით მხოლო 1,65 მილიარდი დოლარი გადაუხადეს, რაც დაახლოებით 3,7 პროცენტია.
სამოთხის დოკუმენტები საგამოძიებო პროექტია, რომელზეც სულ 381 ჟურნალისტი და 96 მედია ორგანიზაცია მუშაობდა 67 ქვეყნიდან. 13,4 მილიონი დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ოფშორული ზონების დამალულ იმპერიებზე. ფაილებში ფიგურირებენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები როგორებიცაა Apple, Nike და Facebook ისევე, როგორც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები - ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე, ბონო და სხვა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები