ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიას ემსხვერპლა. შემთხვევა 2 ნოემბერს, ზუგდიდი-თბილისის გზაზე მოხდა.

თამაზ ჟორჟოლიანი საკრებულოს მაჟორიტარად ცაიშის მოსახლეობამ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე აირჩია, მანამდე ის ზუგდიდის გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა.

თანაგუნდელის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს პარტია ქართული ოცნება. პარტიის განცხადებით, თამაზ ჟორჟოლიანის სახით ქვეყანამ საზოგადოების ღირსეული წევრი დაკარგა.