29 NGO: GPB-ზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის ზრდა შემაშფოთებელია
29 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელისუფლებასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენა იზრდება. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირების ზეგავლენა მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას დემოკრატიულ საზოგადოებაში, შემაშფოთებელია და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის მიუკერძოებლობასა და პოლიტიზირების რისკებს აჩენს.
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.
დღეს, 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები მაუწყებელში ნეპოტიზმზე, მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაზე, სადავო საკანონმდებლო ინიციატივაზე, გადაცემების კონკურსსა და ტენდერებზე საუბრობენ. On.ge გთავაზობთ თითოეულ მათგანთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს.
ნეპოტისტური საკადრო პოლიტიკა
2017 წლის დასაწყისში სამეურვეო საბჭომ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია, რომელიც სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებში -GDS-ის გადაცემა 20/30-ის გენერალურ პროდიუსერად და მეცხრე არხის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
"მაღლაფერიძის მოსვლიდან დღემდე, ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია GDS-ის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები უკონკურსოდ და მასობრივად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაასაქმეს, მათ შორის წამყვან პოზიციებზე დაინიშნა ია ანთაძე, ნოდარ ჭიჭინაძე და ა.შ. ინფორმაცია ამის შესახებ მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკა შერბილებულია. ამის დასტურად მათ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიში მოჰყავთ, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება "ხელისუფლების მიმართ რბილ, არამოდარაჯე პოზიციის" პროგრამადაა შეფასებული.
სადავო საკანონმდებლო ინიციატივა
არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივას გამჭვირვალობისა და საჯაროობის შემცირებად მიიჩნევენ.
"აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს, ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
გადაცემების კონკურსები
ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბევრჯერ შეცვალა საკუთარი მიდგომა არხზე არსებული გადაცემების მომავალთან დაკავშირებით.
"კითხვის ნიშნებს ბადებს არხის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული პროგრამების ბუნდოვანი მიზეზით დაწუნება", - მიიჩნევს 29 არასამთავრობო ორგანიზაცია.
ტენდერები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემისთვის განათების შესყიდვის 346 ათას ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს, ხოლო დირექტორი ივანიშვილთან დაახლოებული გოგა ხაინდრავაა. აღნიშნულ გადაცემას მაკა ცინცაძე წაიყვანს, რომელიც ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის GDS-ის წამყვანი ჟურნალისტი იყო. როგორც შემდგომ ბერას მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ირკვევა, ის არ იყო აღნიშნული ტენდერის შესახებ ინფორმირებული და მის განკარგულებაში არსებულ ტექნიკას საჩუქრად გადასცემს პირველ არხს.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბერას განცხადებამ დამატებითი კითხვები გააჩინა თუ როგორ გადაწყვიტა კომპანიის ხელმძღვანელობამ მფლობელის გვერდის ავლით და მისი თანხმობის გარეშე ტენდერში მონაწილეობა, ასევე რამდენად შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს ძვირადღირებული საჩუქრის მიღება და არსებული მენეჯმენტის ფარგლებში მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება.
გოგა ხაინდრავას კომპანიამ მოიგო საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი, 484 ათას ლარის ღირებულების ტენდერი სერიალის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო;
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- მედიის განვითარების ფონდი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- 42-ე მუხლი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- საფარი;
- ლიბერალური აკადემია;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო სიდა;
- უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი);
- მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" (გორი);
- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე);
- საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი (ხარაგაული);
- საუნჯე (ზუგდიდი);
- Step forward (ბათუმი);
- დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე);
- სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია (ახალციხე);
- ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის (წეროვანი);
- ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული);
- დემოსი (რუსთავი);
- მთის განვითარების ცენტრი (სტეფანწმინდა);
- დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი);
- მშვიდობის ქარტია (ნინოწმინდა).
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები