სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
სწრაფი მოდა არის ტერმინი, რომელიც აღწერს მოდის ინდუსტრიის იმ დიდ სეგმენტს, რომლის ბიზნეს-მოდელი ეფუძნება დაბალი ხარისხის სამოსის იაფად და სწრაფად წარმოებას. ამ სისტემის მთავარი მიზანია უახლესი ტენდენციები მაქსიმალურად მოკლე დროში გადაიტანოს დახლებზე, რათა მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს ახალი და აქტუალური პროდუქცია.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს QUIS, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ ტანსაცმლის უსაფრთხოებასა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც სწრაფ მოდას ახლავს თან.
რა არის სწრაფი მოდა?
თანამედროვე სამყაროში სწრაფი მოდის მოდელი ინდუსტრიის სტანდარტად იქცა და დღეს ამ სიაში ისეთი ცნობილი ბრენდები გვხვდება, როგორებიცაა ZARA, Mango, H&M, UNIQLO, Forever 21 და ბოლო პერიოდის გლობალური პლატფორმები — Shein და Temu.
სწრაფი მოდის წარმატება დიზაინის, წარმოების, დისტრიბუციისა და მარკეტინგის უპრეცედენტო სისწრაფეზეა დამოკიდებული. ეს მოდელი ბრენდებს აძლევს საშუალებას:
- გამოუშვან მრავალფეროვანი და უზარმაზარი რაოდენობის პროდუქცია;
- შექმნან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სტილი დაბალ ფასად;
- მოახერხონ მოთხოვნის მუდმივად სტიმულირება, რათა მომხმარებლებმა იგრძნონ, რომ ახალი ტანსაცმლის ყიდვა მათთვის ფინანსურად ხელმისაწვდომია.
სისტემა, რომელიც ეფუძნება იაფფასიან და დაჩქარებულ წარმოებას, მომხმარებელს უბიძგებს გადაჭარბებული მოხმარებისკენ. ადამიანებისთვის ფსიქოლოგიურად გაცილებით მარტივია შეიძინონ იაფი, თუმცა ხანმოკლე სიცოცხლის მქონე ნივთი, ვიდრე დახარჯონ დიდი თანხა მაღალი ხარისხის, გამძლე სამოსში, რომელიც მოდიდან მალე გადავა.
სწორედ აქ ჩნდება მთავარი პრობლემა: სწრაფი მოდის მოდელი მომხმარებელს აიძულებს მუდმივად იყიდოს იაფი ტანსაცმელი, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხის გამო სწრაფად ცვდება და ზიანდება. შედეგად, ეს სამოსი ნაგავსაყრელზე ხვდება. ეს ყიდვა-გადაყრის ციკლი იწვევს გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისს — ყოველდღიურად დედამიწაზე გროვდება ტექსტილის ნარჩენების უზარმაზარი მთები, რომელთა უდიდესი ნაწილი ბიოდეგრადირებადი არ არის და გარემოს ათწლეულების განმავლობაში აბინძურებს.
ხარისხის ინფრასტრუქტურა სწრაფ მოდაში
სწრაფი მოდის მოდელის მთავარი უპირატესობა — სიჩქარე — პირდაპირ ეწინააღმდეგება ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს. ტრადიციულ, მაღალი ხარისხის წარმოებაში, თითოეულ ეტაპს, დაწყებული ნედლეულის შემოწმებიდან საბოლოო ნაკერამდე, სჭირდება დრო, ტესტირება და კვალიფიციური აუდიტი. სწრაფი მოდის შემთხვევაში კი, მიწოდების ჯაჭვი დანაწევრებულია: ბრენდები ხშირად არ ფლობენ საკუთარ ფაბრიკებს. ისინი დაკვეთებს ანაწილებენ ათობით ქვეყანაში მდებარე მცირე ქარხნებში.
აღნიშნული ჯაჭვის ბოლო რგოლამდე ხარისხის კონტროლის სისტემის მიწვდენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ბევრი ასეთი ქვეყანა ებრძვის სიღარიბეს და ეკონომიკური ზრდისთვის ხშირად თვალს ხუჭავს წარმოების სტანდარტებზე. იქ, სადაც არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ავალდებულებს ფაბრიკებს დაიცვან საერთაშორისო მეტროლოგიური თუ ტექნიკური ნორმები, ხარისხის კონტროლი ხდება არა სისტემური, არამედ შემთხვევითი.
ხარისხის ინფრასტრუქტურა მოითხოვს აკრედიტებულ ლაბორატორიებს, კალიბრირებულ მოწყობილობებსა და კვალიფიციურ ინსპექტორებს, რაც საკმაოდ იშვიათია განვითარებად და სიღარიბის ზღვარზე მყოფ ქვეყნებში, სადაც ძირითადად ხდება წარმოება.
ქვეყნებში, რომლებშიც საწარმოები მოკლებულია ხსენებულ რესურსებს, წარმოების პროცესი მიმდინარეობს მოძველებული მეთოდებით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის სტანდარტიზაციას. ამასთან, როდესაც პროდუქტი გადის ათობით ხელში და იცვლის ადგილს, მიკვლევადობა იკარგება. ეს აძლევს ბრენდებს საშუალებას, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს სამოსს, ვერ იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს იმ გაურკვეველი წარმოშობის ქსოვილის დამუშავებისას, რომელი სტანდარტისა თუ საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით იქნა წარმოებული პროდუქტი.
შედეგად, ასეთი დაჩქარებული სისტემა წარმოშობს უხილავ რისკებს. როცა პროცესის კონტროლი მოშლილია, სამოსის თითოეული დეტალი ხდება პოტენციური საფრთხის წყარო. ჩვენ ვიღებთ პროდუქტს, რომელსაც აქვს მოდური ვიზუალი, მაგრამ არ გააჩნია ტექნიკური საიმედოობა. ეს არ არის მხოლოდ უხარისხო ნივთი, არამედ სისტემური ჩავარდნაა, სადაც მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები.
სწრაფი მოდის გავლენა გარემოზე
მოდის ინდუსტრიაზე მოდის გარემოს დაბინძურების უდიდესი წილი. მის ყველაზე მძიმე გარემოსდაცვით ზემოქმედებებს შორის აღსანიშნავია:
- წყლის დაბინძურება: ქსოვილის შეღებვისა და დამუშავების პროცესები პასუხისმგებელია მსოფლიოში სამრეწველო ჩამდინარე წყლებით გამოწვეული წყლის დაბინძურების დაახლოებით 20%-ზე. აღნიშნული განპირობებულია ქსოვილის შეღებვისა და დამუშავების პროცესებით. მხოლოდ ერთი ბამბის მაისურის შესაქმნელად საჭიროა დაახლოებით 2,700 ლიტრი წყალი, რაოდენობა, რომელიც ერთი ადამიანისთვის სასმელი წყლის 900 დღის ნორმაა.
- მიკროპლასტიკი: ინდუსტრიაზე მოდის ოკეანეებში არსებული პირველადი მიკროპლასტიკის 35% , რაც წელიწადში დაახლოებით 190 000 ტონას შეადგენს.
- სათბური აირები: მოდის ინდუსტრია გლობალური CO₂ ემისიების 8-დან 10%-მდე გამომწვევია. პროგნოზების მიხედვით, ტექსტილის წარმოებიდან გამომავალი ემისიები 2030 წლისთვის 60%-ით გაიზრდება.
- ნარჩენები: ინდუსტრია ყოველწლიურად წარმოქმნის დაახლოებით 92 მილიონ ტონა ტექსტილის ნარჩენს. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის წელიწადში 134 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
- ტოქსიკური ქიმიკატები: ტექსტილის წარმოებაში გამოიყენება ათასობით სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, მათ შორის საღებავები, დამამუშავებელი საშუალებები, გამათეთრებლები, წყალგაუმტარობისა და სხვა ფუნქციური საფარები. მათი ნაწილი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიშ ნივთიერებებს მიეკუთვნება. მაგალითად, ტექსტილის წარმოების ე.წ. „სველი დამუშავების“ (wet processing) ეტაპზე, რომელიც მოიცავს ქსოვილის გათეთრებას, შეღებვას, ბეჭდვას, დამუშავებასა და რეცხვას, 1 კგ ქსოვილის წარმოებისთვის საშუალოდ დაახლოებით 0.58 კგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენება. აღნიშნული ქიმიკატები ტექსტილის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე — წარმოების, გამოყენების, გადაყრისა და გადამუშავების პროცესში — შეიძლება გარემოში მოხვდეს.
სწრაფი მოდის ბნელი მხარე არ შემოიფარგლება მხოლოდ გარემოს დაბინძურებით, ის პირდაპირ აისახება ტექსტილის ფაბირკებში მომუშავე მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომლებიც ტანსაცმლის შეკერვისა და ქიმიური დამუშავების პროცესში არიან ჩართულები. ხშირად, სწორედ ეს ადამიანები ხდებიან „პირველი ხაზის მსხვერპლნი“. ტექსტილის ფაბრიკებში მომუშავე ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას, რასაც მათი ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი და მძიმე შედეგები მოჰყვება.
ტოქსიკური სამოსი: რას "სუნთქავს" ჩვენი კანი?
ხშირად ლამაზი და მოდური სამოსის მიღმა იმალება სხვადასხვა სახის საფრთხე. როდესაც ვყიდულობთ ტანსაცმელს, რომელიც არ გაკონტროლებულა ტექნიკურად მკაცრად, ჩვენ პრაქტიკულად ვუქმნით საფრთხეს საკუთარ ორგანიზმს. ის, რაც დღეს ხელმისაწვდომი და მოდურია, ხვალ შესაძლოა, კანის ქრონიკული გაღიზიანების ან ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს.
სწრაფი მოდის საწარმოო ჯაჭვი, რომელიც ორიენტირებულია ხარჯების მაქსიმალურ შემცირებაზე, ხშირად იყენებს ნივთიერებებს, რომლებიც დიდი ხანია აკრძალული ან შეზღუდულია სხვადასხვა სტანდარტით:
- აზო-საღებავები (Azo Dyes) უზრუნველყოფს მკვეთრსა და მდგრად ფერებს, თუმცა ბევრი მათგანი კანთან კონტაქტისას იშლება არომატულ ამინებად, რაც კანცეროგენულ საფრთხეს ქმნის.
- ფორმალდეჰიდი, რომელსაც ხშირად იყენებენ ქსოვილის დაუთოებული იერსახის შესანარჩუნებლად. ის არის ძლიერი გამაღიზიანებელი, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს, დერმატიტსა და სასუნთქი გზების პრობლემებს.
- ფტალატები, რომლებიც ხშირად შედის პლასტმასისებურ პრინტებში (მაისურებზე არსებული ნახატები). ფტალატები ენდოკრინული დამრღვევებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ჩაერიონ ადამიანის ჰორმონალურ სისტემაში, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
მიკვლევადობის შეუძლებლობა და ონლაინ საფრთხეები
სწრაფი მოდის პლატფორმების (როგორებიცაა Shein, Temu და სხვ.) ზრდამ მომხმარებელი სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ პლატფორმებზე პროდუქციის ატვირთვა ხდება სრულად არაკონტროლირებად რეჟიმში.
როდესაც ორგანიზაცია ვერ ან არ ასახელებს ქარხანას, რომელშიც სამოსი შეიკერა, მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს პროდუქტის უსაფრთხოების სერტიფიკატები ან მოიძიოს ინფორმაცია მწარმოებელსა და მის სანდოობაზე. ეს არის ბრმა შესყიდვა, — თქვენ ყიდულობთ არა ბრენდს, არამედ ათასობით გაურკვეველი წარმომავლობის მწარმოებლის ნაწარმს.
ამასთან, ხშირად მსგავს ონლაინ პლატფორმებზე შესაძლოა, შეიძინოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც დადასტურებულად საფრთხეს შეიცავს და გამოთხოვილია სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან. აღნიშნულის შესაძლებლობას ის განაპირობებს, რომ მსგავს ონლაინ პლატფორმებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ დანერგილი შესაბამისი მექანიზმები, რომ ამოიღონ გაყიდვიდან საფრთხის შემცველი პროდუქტები და გახადონ მიწოდების ჯაჭვი გამჭირვალე. სწორედ ამიტომ 2026 წლის მაისში ევროკავშირმა TEMU 200 მილიონი ევროთი იმის გამო დააჯარიმა, რომ პლატფორმამ ვერ უზრუნველყო ევროპელი მომხმარებლების დაცვა უკანონო და სახიფათო პროდუქტებისგან.
სწრაფი მოდის პლატფორმების (როგორებიცაა Shein, Temu და სხვ.) ზრდამ მომხმარებელი სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ პლატფორმებზე პროდუქციის ატვირთვა ხდება სრულად არაკონტროლირებად რეჟიმში.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული წარმოშობის ქვეყანა თავისთავად არ განსაზღვრავს პროდუქტის ხარისხს, უსაფრთხოებას ან ეთიკურობას. დღეს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დიდი ნაწილი, მათ შორის პრემიუმ სეგმენტშიც, პროდუქციას იმავე ქვეყნებში აწარმოებს, სადაც სწრაფი მოდის ბრენდები. განსხვავება ძირითადად წარმოების კონტროლში, ხარისხის სტანდარტებში, ქიმიური ნივთიერებების მართვაში, მომწოდებლების მონიტორინგსა და გამჭვირვალობაშია. მიუხედავად ამისა, არც მაღალი ფასია უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტია. ამიტომ მომხმარებლისთვის ყველაზე გონივრული არჩევანია უპირატესობა მიანიჭოს ბრენდებს, რომლებიც საჯაროდ ავრცელებენ ინფორმაციას წარმოების პროცესის, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ.
საბოლოოდ, ყველაზე მდგრადი არჩევანი ხშირად არა ყველაზე ძვირად ღირებული, არამედ ხარისხიანი, გამძლე და საჭიროებიდან გამომდინარე გააზრებულად შეძენილი ტანსაცმელია. საკუთარი თავისა და გარემოს დასაცავად, უნდა ვიცოდეთ რას უნდა დავაკვირდეთ სამოსის შერჩევისას:
- უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ორგანიზაციასა თუ ბრენდს, რომელიც შედარებით ცნობილია, რომლის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებაც შესაძლებელია.
- წაიკითხეთ ეტიკეტი, აირჩიეთ სამოსი, რომლის ეტიკეტზე დატანილია მწარმოებელის მონაცემები, შემადგენლობა, მოვლის წესები.
- სანამ ნივთს იყიდით, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: ჩავიცვამ ამას მინიმუმ 30-ჯერ მაინც? — სწრაფი მოდის ნივთები ხშირად იმდენად უხარისხოა, რომ მე-5 რეცხვის შემდეგ კარგავს ფორმას. იაფი ნივთი, რომელსაც მხოლოდ 3-ჯერ ჩაიცვამთ, საბოლოოდ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ერთი გამძლე და ხარისხიანი სამოსი.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები