რამდენიმე წუთის წინ მწერალთა სახლში ხუთკაციანმა ჟიურიმ ახლად შექმნილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა.

გამარჯვებულთა სია:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

თამარ ფხაკაძე - გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

მარიამ წიკლაური - მხიარული რეცეპტები

წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

რუსუდან ყიფიანი და ბონდო მაცაბერიძის - წვიმის ზღაპარი

ვარლამ ჯმუხაძე - კიპლინგის აი, როგორ და რატომ

წლის საუკეთესო საბავშვო დრამატურგიული ნაწარმოები

ლელა ცუცქირიძე - ზანზარა და ჩუ

წლის საუკეთესო თარგმანი

თეა ბაკურაძე - მაიკლ ბონდის დათვი, სახელად პადინგტონი

ეკატერინე სუმბათაშვილი - მარკ ჰედონის რა შეემთხვა ღამით ძაღლს

წლის საუკეთესო საბავშვო ინოვაციური პროექტი

ირმა მალაციძე - ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ

წვლილი საბავშვო ლიუტერატურის განვითარებაში

დოდო ხიმშიაშვილი - ვადაჭკორია

კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია , რომელიც წელს პირველად გამოცხადდა და ის ყოველწლიური იქნება.