დაპირისპირება მოხდა ლეიბორისტული პარტიის, ბათუმის მერობის კანდიდატ, ჯელალ ქიქავასა და ბათუმის #79 ოლქის წევრებს შორის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც მას ოლქის წევრებმა თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, კანდიდატი გაღიზიანდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჯელალ ქიქავა ოლქის წევრებს ფიზიკური დაზიანებით ემუქრებოდა:

"რა არ შეიძლება, იმისგან შეიძლება და ჩემგან არ შეიძლება. რა გინდა, ბიჭო, შენ ჩამოგახევ მაგ ხელებს."

ჯელალ ქიქავა ტერიტორიიდან დაცვის თანამშრომელმა გაიყვანა.

საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ქალაქების მერებსა და საკრებულოებს ირჩევენ.