კომპანია Wheely-იმ უნიკალური მიკრო კაფის იდეა წარმოადგინა, რომელიც რეალურად ველო-კაფეს წარმოადგენს. ეს პროექტი ინოვაციურია იმითაც, რომ ველო-კაფე ეკოლოგიურად სუფთა, მზის ენერგიაზე მომუშავე ობიექტია, რომელიც მარტივად გადაადგილების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ველოსიპედი ჰაერის დასუფთავებაშიც იღებს მონაწილეობას. ის ქალაქის დაბინძურებულ ჰაერს შთანთქავს და მის ნაცვლად სუფთას გამოყოფს.

ფოტო: Wheely

მიკრო კაფე, რომელიც ველოსიპედზეა დამაგრებული, ადვილად იკეცება და ერთგვარ ყუთად იქცევა, რომელიც ველოსიპედით მოძრაობისას დაბრკოლებებს არ შეგიქმნით. ველო-კაფე ძირითადად ნატურალური ყავის, სენდვიჩებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების გასაყიდად გამოგადგებათ. მას დამონტაჟებული აქვს გაზქურა და სხვა ელექტრო მოწყობილებები, რომლებიც გარემოს არ აბინძურებს და ეკოლოგიურად სუფთაა.

ველო-კაფეს დიზაინიც მიმზიდველი და კომპაქტური აქვს. ის იყენებს LED ნათურებს განათებისთვის, ხოლოდ რაც შეეხება ბატარეას, მიკრო კაფე ელექტრო ენერგიას მზის ელემენტებითა და ქარით გამოიმუშავებს.

ფოტო: Wheely

მიკრო-კაფეს სპეციალური აპლიკაციაც გააჩნია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს სასურველი პროდუქტი და წინასწარი შეკვეთა გააკეთოს. ამის პარალელურად, სპეციალურ რუკაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს თუ სად იმყოფება ამჟამად ველო-კაფე და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. აპლიკაციის დახმარებით, შესაძლებელია ველო-კაფის ადგილზე გამოძახებაც.

როგორ დავიწყოთ ველ-კაფის ბიზნესი?

რესტორნისა თუ კაფის გასაკეთებლად დიდი თანხაა საჭირო, ბაზარზე კი სპეციფიკური ნიშის დაკავება ძალიან რთულია. მაგალითისთვის, სტარბაქსის ბრენდის შემოსაყვანად, სულ მცირე $500 ათასია საჭირო, ველო-კაფის ბიზნესის დასაწყებად კი $5 ათასიც საკმარისია.

ყველაფერთან ერთად, თქვენ არ მოგიწევთ ახალი ბიზნეს კონცეფციის მოფიქრება, პროდუქტის შემუშავება და სხვ. კომპანია ეძებს ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ველო-კაფის ბიზნესს დაიწყებენ და დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უხვად უზიარებენ. $5000 საკმარისია იმისთვის, რომ მიიღოთ ბიზნეს გეგმა, ველო-კაფე და პროდუქტი, რომელსაც გაყიდით და ამის პარალელურად, გახდებით ველო-კაფის გლობალური ქსელის წევრი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს, სადაც ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად, ყველა საჭირო ინფორმაციაა მოწოდებული. იმისთვის, რომ ველო-კაფის ბიზნესი დაიწყოთ, პირველ რიგში განაცხადის შევსებაა საჭირო, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან და დეტალებზე გაგესაუბრებიან.