ილონ მასკის დედამ, მეი მასკმა, თავისი მილიარდერი შვილის ყოველდღიურ ცხოვრების წესზე ისაუბრა. როგორც მეი ამბობს, ილონის მაცივარი ცარიელია და ერთი პირსახოცი აბადია.

მეიმ შვილის ცხოვრების წესზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც Forbes-ის მსოფლიო მილიარდერების უახლესი სია გამოაქვეყნა როგორც აღმოჩნდა, SpaceX-ის დამფუძნებელი კოლოსალური რაოდენობის თანხას ფლობს.

მეი მასკი და ილონ მასკი

ფოტო: Danny Moloshok / Reuters

54 წლის ბიზნესმენის ქონება ამჟამად $839 მილიარდს შეადგენს, რაც დაახლოებით იმდენია, რაც სიაში მყოფი 63 ყველაზე "ღარიბი" მილიარდერის ქონება ჯამურად.

მეი მასკმა კომენტარი დატოვა X-ზე განთავსებულ პოსტში, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ ცხოვრობს ილონი ბოკა ჩიკაში, სადაც SpaceX-ის Starbase-ის გამშვები ბაზა მდებარეობს.

"მაცივარში საჭმელი არ არის, ხოლო ავტოფარეხი, რომელშიც მეძინა, მარჯვნივაა" — დაწერა მან ილონ მასკის დედამ X-ზე — "საშხაპეში მხოლოდ ერთი პირსახოცია, ამიტომ ის ილონს დავუტოვე. ეს ჩემთვის მისაღები იყო".

ტვიტი, რომელზეც მეი მასკმა კომენტარი დატოვა, გვიჩვენებდა ილონის სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს, რომლებშიც მხოლოდ რამდენიმე ნივთი იდო. "ილონ მასკის სახლი, რომელიც ბოკა ჩიკაში მდებარეობს. არაფერი ძვირადღირებული, მხოლოდ საჭირო ნივთები", — ვკითხულობთ პოსტში.

ფოტო: DailyMail

მეიმ დაამატა, რომ კალაჰარის უდაბნოში, სადაც თავად გაიზარდა, ზოგჯერ რამდენიმე კვირა გავიდოდა ისე, ვერ ახერხებდა შხაპის მიღებას. სხვა ინტერვიუში კი ილონმა აღნიშნა, რომ მისი მშობლიური სახლი შეფასებულია $45 ათასად.

აღსანიშნავია, რომ სიაში ილონის შემდეგ არიან ჯეფ ბეზოსი, მარკ ზაკერბერგი, ლარი პეიჯი და სხვები.