მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე კახა კალაძის ბანერზე წარწერის გამო ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრიანი პატიმრობის განაჩენს ეხმაურება. მისი თქმით, "მოცემულ შემთხვევაში, ქმედების შინაარსისა და შედეგის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება თეორიულადაც დაუსაბუთებელია. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა არის აშკარად უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების კიდევ ერთი ნიშანი. ცხადია, რომ ამ საქმეს პირველ რიგში პოლიტიკური განზომიელბა აქვს".
"აღმაშფოთებელია და ამორალური ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენი.
მოდით, ჯერ შევაფასოთ საკითხის სამართლებრივი მხარე.
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რაც უნდა იწვევდეს მნიშვნელოვან ზიანს. "მნიშვნელოვანი ზიანი" ამ მუხლის მიზნებისთვის სახეზეა მაშინ, თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, "განადგურება" გულისხმობს ნივთის ისეთ მდგომარეობას, როდესაც იგი სრულად უსარგებლო ხდება ან აღარ არსებობს, ხოლო "დაზიანების" შემთხვევაში ნივთი კვლავ არსებობს, თუმცა არა პირვანდელი სახით და მისი აღდგენა შესაძლებელია.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კახი კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერა იშლება.
ხაზგასასმელია, რომ ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას სპეციალური კანონი, საარჩევნო კოდექსი, ითვალისწინებს, რომელიც უშუალოდ ეხება სააგიტაციო მასალას. ეს კი გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრალის აბსურდულობას.
ამავე კოდექსით რეგულირდება უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობიექტურად დადგინდება, რომ ბანერის დაზიანებას ადგილი ჰქონდა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი მაინც არ არსებობს. შესაბამისი ნორმების ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენება.
ამასთან, სახდელის დაკისრებისას აუცილებელია შეფასდეს, ექცევა თუ არა პოლიტიკოსის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. გამოხატვის თავისუფლება მოიცავს სიმბოლურ ქმედებებსაც. მათ შორის შეიძლება განვიხილოთ ბანერზე წარწერის გაკეთებაც, რაც ქმედების მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლებებში ჩარევად.
სისხლის სამართალი გამოიყენება როგორც ultima ratio, უკანასკნელი საშუალება, და მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა, უფრო მსუბუქი სამართლებრივი რეაგირება (მაგალითად, ადმინისტრაციული სანქცია) არ არის საკმარისი. ამ პრინციპის იგნორირება ნიშნავს სისხლის სამართლის პოლიტიზაციას და მისი ფუნქციის ფუნდამენტურ დეფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში, ქმედების შინაარსისა და შედეგის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება თეორიულადაც დაუსაბუთებელია.
ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა არის აშკარად უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების კიდევ ერთი ნიშანი.
ცხადია, რომ ამ საქმეს პირველ რიგში პოლიტიკური განზომიელბა აქვს. პოლიტიკოსების დასჯა პოლიტიკური ქმედებისთვის მის პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიაზე მიუთითებს. პოლიტიკურ სისტემაში, სადაც სამართლებრივი ინსტრუმენტები გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების დევნისთვის, სამართლის სისტემას ბუნებას უცვლის და მას პოლიტიკური კონტროლის და დასჯის მექანიზმად, სასამართლოს კი დომინანტური პარტიის ნების ბრმა შემსრულებლად აქცევს. ასეთ პირობებში მართლმსაჯულება კარგავს დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტსაც კი.
თუმცა, შეუძლებელია ამ საკითხზე არ ვილაპარაკოთ მორალური გადმოსახედიდან. ქალი პოლიტიკოსის მიმართ, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რომელიც მათ შორის, შესაძლოა წლების განმავლობაში მიღებულ პოლიტიკურ სტრესთანაც იყოს დაკავშირებული, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის უკიდურესად ამორალური. არც ერთ წინა პოლიტიკურ რეჟიმს ქალების მიმართ ასეთი ამორალური გადაწყვეტილებები არ მიუღია, როგორც ამას ოჯახის დამცველად თვითმონიშნული, სრულიად კაცებისგან დაკომპლექტებული ქართული ოცნების ლიდერშიპი აკეთებს.
მხნეობა და გამძლეობა ელენე ხოშტარიას, რომელიც საკუთარი სხეულით ეწირება ქართული ოცნების რეჟიმთან ბრძოლას და ამის ნახვა ძალიან მძიმეა ბევრი მოქალაქისთვის მიუხედავად იმისა, მის პოლიტიკურ მოსაზრებებს ის ეთანხმება, თუ არა", — წერს თამთა მიქელაძე.
დღეს, 24 მარტს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით "რუსული ოცნების" დაწერისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები