Amnesty International: ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ელენე ხოშტარიას, გადახედოს მის სასჯელს
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას საარჩევნო პლაკატზე სლოგანის დაწერისთვის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯის გამო, Amnesty International განცხადებას ავრცელებს. უფლებადამცველი ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ ეს განაჩენი "კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიყენება სისხლის სამართლის სისტემა განსხვავებული აზრის დასასჯელად"
"სიმბოლური პროტესტის აქტისთვის — ქუჩის პლაკატზე ძლივს შესამჩნევი გრაფიტის დაწერისთვის - ელენე ხოშტარია ციხეში წელიწადნახევარს გაატარებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიყენება სისხლის სამართლის სისტემა განსხვავებული აზრის დასასჯელად. არაძალადობრივი მცირე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის სანქციები, რომლებიც ჩადენილია განსხვავებული აზრის მშვიდობიანი გამოხატვის დროს, სავარაუდოდ, გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვაა. ასეთ შემთხვევებში, პატიმრობა უნდა იქნას აცილებული.
ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, სასჯელის სიმკაცრე, როგორც ჩანს, დაკავშირებულია არა მატერიალურ ზიანთან, არამედ მის პოლიტიკურ შეხედულებებთან და მმართველ პარტიას მიყენებულ სიმბოლურ ზიანთან. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი, გადახედოს მის სასჯელს, კერძოდ, პატიმრობის ვადის გაუქმებით და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესი", — აცხადებს კრივოშეევი.
24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას, 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია". მან 2025 წლის 14 სექტემბერს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წარმომადგენლის, თბილისის მოქმედი მერის საარჩევნო პლაკატებზე მარკერით დაწერა "რუსული ოცნება". პროკურატურის ცნობით, ზარალმა 570 ლარი (210 აშშ დოლარი) შეადგინა.
ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს იყო სოლიდარობის აქტი აქტივისტ მეგი დიასამიძის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მსგავსი საპროტესტო აქტისთვის დააკავეს. მეგი დიასამიძე გირაოთი გაათავისუფლეს და მისი საქმე კვლავ განხილვის პროცესშია.
ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით 2025 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართებოდა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს მზარდი რეპრესიებით უპასუხა, მათ შორის თვითნებური დაპატიმრებებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ძალადობით, მომიტინგეებისა და მთავრობის სხვა კრიტიკოსების დაშინებითა და შევიწროებით, ასევე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებით, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, — წერს Amnesty International.
- ელენე ხოშტარია: "ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!"
- ზვიად ტომარაძე: მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო
- ქალი პოლიტიკოსები: ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
- ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან
- მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
- კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები