ბაზისბანკი 2025 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს და ბიზნესის მხარდაჭერით ბანკების უმსხვილეს სამეულში პოზიციებს იმყარებს
ფოტო: ბაზის ბანკი
ბაზისბანკის 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკი განაგრძობს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას ყველა საკვანძო სეგმენტში.
ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები ციფრებში ასე გამოიყურება:
- მთლიანი აქტივები 4.9 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.5%.
- მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მილიარდი ლარი, ზრდა — 12.1%.
- მთლიანი დეპოზიტების პორტფელი 3.5 მილიარდი ლარი, ზრდა — 35.7%.
- წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარი, ზრდა — 40%.
ბაზისბანკი კვლავ რჩება ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად და სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. 2025 წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების პორტფელის ზრდამ 13.7%, 2.3 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 2 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წელს, საცალო სესხების მოცულობამ 1 მილიარდი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა.
ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი კომპანიების, ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის 2025 წლის მონაცემებით — ბბ ლიზინგის პორტფელმა 46.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წელს მოზიდულმა პრემიამ 24 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.8% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 18.3%.
"ბაზისბანკის აქტივების დინამიური ზრდა და 4.9 მილიარდიან ნიშნულთან მიახლოება პირდაპირი დასტურია იმისა, რომ ბანკი სწორი სტრატეგიით ვითარდება. განსაკუთრებით საამაყოა ჩვენი პოზიცია უმსხვილეს ბანკთა სამეულში ბიზნესის დაფინანსების კუთხით. 2.3 მილიარდი ლარი, რომელიც იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელშია აკუმულირებული, ნიშნავს მრავალ მხარდაჭერილ წარმატებულ პროექტს, შექმნილ სამუშაო ადგილებსა და ბანკის მიერ შეტანილ წვლილს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში", — დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი.
ბაზისბანკის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ორიენტირებულია პროცესების მაქსიმალურ გამარტივებასა და საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნაზე. კომფორტული საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების ერთიან სივრცეში შეთავაზებით, ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული.
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები