გურამ მაჭარაშვილი: "ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ის ჩვეულებრივი "ხულიგანია"
ხალხის ძალის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცახდებით, "ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ის ჩვეულებრივი "ხულიგანია".
მაჭარაშვილის აზრით, ხოშტარიას "სურდა თავისი პატრონების დავალებით პოლიტპატიმრობის მანტია მოერგო" და დასძინა, რომ ხოშტარიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციების გამო არ დაწყებულა.
"ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ის ჩვეულებრივი "ხულიგანია" — მას სურდა, ალბათ, თავისი პატრონების დავალებით, რომ პოლიტპატიმრობის მანტია მოერგო.
საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს — ვინ არის გმირი, ვინ არის ანტიგმირი, ვის სურს საქართველოსთვის სიკეთე და ვის სურს ბოროტება. მათ, მათ შორის, ხოშტარიას, სურდათ, ვითომ, პოლიტპატიმრობის მანტია [მოერგოთ], როცა საპყრობილეში თავისი ნებით წავიდნენ. როდესაც გირაოს არ იხდი ე.ი. მიზანი გაქვს, მოხვდე საპყრობილეში. სხვა საკითხია, ეს არის უცხოეთიდან, თუ შენი ნებით. ალბათ, უფრო უცხოეთიდან იყო, უთხრეს, საპყრობილეში შედი და იქიდან ჩვენ პოლიტპატიმრობის მანტიას გამოგიგზავნით, რაც, რა თქმა უნდა, ვერ შედგებოდა. ვინ ვინ და ხოშტარია პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციებისთვის რომ არ არის.
საპყრობილეში, ყველამ კარგად იცის. მარტო ის რად ღირს, რომ თავად აღიარა, რომ საწყობებში ჰქონდა პიროტექნიკა, ბენზინი, ბოთლები, ყველაფერი, რითაც უნდა დაეწვათ პოლიციელები, შტურმი განეხორციელებინათ პარლამენტზე და ა.შ. თვითონ აღიარეს, მტკიცებულებებიც ბევრი აღარ არის მოსაპოვებელი. ასე რომ ის მანტია, ვითომ პოლიტპატიმრობის, რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო განწირული. ვინც დღეს იხდის სასჯელს, იხდის სწორედ სამართლებრივი ქმედებებიდან გამომდინარე," — განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ელენე ხოშტარია "ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში" და ის სასჯელს "იმ სქემის განვითარებისთვის იხდის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია".
შეგახსენებთ, 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას, 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია". მან 2025 წლის 14 სექტემბერს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წარმომადგენლის, თბილისის მოქმედი მერის საარჩევნო პლაკატებზე მარკერით დაწერა "რუსული ოცნება". პროკურატურის ცნობით, ზარალმა 570 ლარი (210 აშშ დოლარი) შეადგინა.
ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს იყო სოლიდარობის აქტი აქტივისტ მეგი დიასამიძის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მსგავსი საპროტესტო აქტისთვის დააკავეს. მეგი დიასამიძე გირაოთი გაათავისუფლეს და მისი საქმე კვლავ განხილვის პროცესშია.
- ელენე ხოშტარია: "ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!"
- Amnesty International: ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ელენე ხოშტარიას, გადახედოს მის სასჯელს
- ზვიად ტომარაძე: მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო
- ქალი პოლიტიკოსები: ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ბანერის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
- ALDE: ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლიანი პატიმრობა სრულიად არაპროპორციულია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან
- მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების ნიშანია — თამთა მიქელაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
- კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერისთვის ელენე ხოშტარიას 1,5 წლით პატიმრობა მიესაჯა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები