მიხეილ სააკაშვილი

25 Mar. 2026, 12:32

მიხეილ სააკაშვილი: "ასე მოქმედებს ნამდვილი მაფია, შევხედოთ როგორი იყო ქრონოლოგია:

1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა ჩხარტიშვილი მიუგზავნა პატრიარქს გადადგომის შეთავაზებით.

2. პატრიარქის უარის შემდეგ, მას აუგორეს "ციანიდის სკანდალი", შემდეგ ის დათანხმდა მოსაყდრის დანიშვნას.

3. ამის შემდეგ მეუფე პეტრეს თაოსნობით პატრიარქზე განხორციელდა დიდი პროპაგანდისტული შეტევა. პატრიარქი დაიცვა სინოდმა.

4. სინოდის წინააღმდეგ ააგორეს კრებსების სკანდალი. სუს-მა გამოჟონა დოკუმენტები, რომელშიც ძალიან არასახარბიელოდ ჩანდა სამღვდელოების ბევრი წარმომადგენელი.

5. მალევე მოხდა პატრიარქის სრული იზოლაცია. მაკონტროლებლების გარეშე, მასთან არცერთი ინფორმაცია არ შედიოდა და არ გამოდიოდა, ვერც ვერავინ შედიოდა.

6. 2024 წელს სცადეს ეკლესიისთვის სახელმწიფო უწყების სტატუსის მოხვევა, სინოდის წინააღმდეგობის შემდეგ, რეჟიმმა დროებით უკან დაიხია.

7. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ივანიშვილმა მოისურვა, რომ პატრიარქი მისი ნების საწინააღმდეგოდ არა სიონში, არამედ სამებაში დაეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება სიონში მხოლოდ ერთი ხმით ჩავარდა.

და ბოლოს, პატრიარქის დაკრძალვა გადაიქცა ცალმხრივ პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ ღონისძიებად.

სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია. ასე იცის ჯაყომა..."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის…