თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან.
გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე, გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც — ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები.
თიბისი კაპიტალის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ და კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.
კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია წელს გაფართოებული ფორმატით ჩატარდა — იმსჯელეს გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთზე: მიმოიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი, რომლის მოცულობაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ასევე, იმსჯელეს უზბეკეთში მიმდინარე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რაც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორებისთვის.
“ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. წელს ღონისძიებას 450-ზე მეტი პარტნიორი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.
საქართველოში კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა: ბოლო ხუთი წლის საშუალო წლიური ზრდა 29%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 19%-ით გაიზარდა და საჯარო და კერძო განთავსებების ჯამურმა მოცულობამ 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ადგილობრივ ბაზარზე თიბისი კაპიტალი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 56%-იანი წილი უჭირავს. რაც შეეხება საერთაშორისო ობლიგაციებს, 2018 წლიდან დღემდე საქართველოდან 16 ევროობლიგაციაა განთავსებული, საიდანაც თიბისი კაპიტალმა 12 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა.
კაპიტალის ბაზრების კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებითა და წარმატებული მაგალითების განხილვით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ზრდასა და გაძლიერებას”. — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
“საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავ მყარი, მდგრადი და სტაბილურია, და ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.
იმავდროულად, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია — განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების გზით — არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად.
საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი წელი იყო.
2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გარდა ამისა, 2025 წელი გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით ისტორიაში — წლის განმავლობაში 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა”. — ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონის კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდასა და ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი რემონტის გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი რემონტის გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები