თამთა მიქელაძე Forbes-ის რეიტინგზე: ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე Forbes-ის მიერ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგს ეხმაურება, სადაც პირველ ათეულში მხოლოდ მილიარდერები არიან.
რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. ამასთან, საქართველოს უმდიდრესთა ასეულში 12 ქალია
თამთა მიქელაძე წერს, რომ "დათვლებით, სიმდიდრის 45% მოდის კონცენტრირებულ ბაზრებზე, სადაც მონოპოლიური აქტორები განსაზღვრავენ თამაშის წესებს (რეგულაციები, ფასები და ა.შ.). მისივე თქმით, "ასეთი ეკონომიკის სტრუქტურული გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სოციალურ რეალობაზე უმძიმესია: ასეთი ტიპის ეკონომიკა არ ქმნის მასობრივ და მაღალი პროდუქტიულობის სამუშაო ადგილებს, საბოლოოდ კი სიმდიდრე "არ იჟონება ქვემოთ". ამიტომაც ასეთი ეკონომიკის პირდაპირი შედეგია სოციალური სტაგნაცია, დაბალი სოციალური მობილობა, ახალგაზრდების ემიგრაცია და საშუალო კლასის სისუსტე".
"შევეცადე, რომ ნიუნსურად გამეანალიზებინა ფორბსის მიერ მომზადებული ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგს და მათი მოკლე ბიოგრაფიების კონსოლიდაციას წარმოადგენს.
ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ვთქვათ, რომ ეს მონაცემები გვაძლევს არა უბრალოდ იმის სურათს, თუ "ვინ არის მდიდარი საქართველოში", არამედ სურათს იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა, ძალაუფლების განაწილება და საბოლოოდ განვითარების მოდელი.
ჩანს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც საქართველოს პოლიტეკონომიკურ სისტემას ხსნის და რომელსაც ყველა ოჯახი და მოქალაქე საკუთარ ცხოვრებაში ხედავს და განიცდის:
1.
სიმდიდრის კონცენტრაცია ერთეულების ხელში და აშკარა ოლიგოპოლიური ეკონომიკის ნიშნები. სიის ტიპ ათეული აკონტროლებს სიმდიდრის 50 %, ტოპ ხუთეული კი 50 %. უფრო მეტიც, მხოლოდ 2 ადამიანი, ივანიშვილი და ლომთაძე, აკონტროლებს ქვეყნის უმდიდრესი 100-ის ქონების მესამედს.
ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში სიმდიდრე ფართოდ განაწილებული არ არის და გადამწყვეტ ეკონომიკურ რესურსებს და ბერკეტებს მცირე ჯგუფი ფლობს. ასეთ სისტემაში რთულდება ახალი მოთამაშეების შემოსვლა და ცხადია, რომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ძალაუფლება ადვილად გარდაიქმნება პოლიტიკურ გავლენად.
რაღაც გაგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სისტემაში ბაზარი არის სტრუქტურულად დომინირებული და მიკერძოებული ძლიერების სასარგებლოდ და კლასიკურად თავისუფალ საბაზრო სისტემასთან შეხება არ გვაქვს.
2.
თვალში საცემია, რომ ეკონომიკურ სექტორებში დომინირებს ფინანსები და ბანკები, მონოპოლიური სერვისები, უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა, იმპორტი, რომელიც მიბმულია გლობალურ ბრენდებზე. და რაც ყველაზე მთავარია ინდუსტრიული ბაზა არის სუსტი და პრაქტიკულად არ ჩანს მაღალტექნოლოგიური წარმოება, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრია და ინოვაციური სექტორები. ანუ ქართული ეკონომიკა არ არის "რეალური ეკონომიკა", რომელიც აწარმოებს და პროდუქტიულია, იმიტომ რომ ის არსებითად სერვისებზე, იმპორტზე და ფინანსებზეა დამოკიდებული.
დათვლებით, სიმდიდრის 45 % მოდის კონცენტრირებულ ბაზრებზე, სადაც მონოპოლიური აქტორები განსაზღვრავენ თამაშის წესებს (რეგულაციები, ფასები და ა.შ.).
3.
ასეთი ეკონომიკის სტრუქტურული გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სოციალურ რეალობაზე უმძიმესია:
ასეთი ტიპის ეკონომიკა არ ქმნის მასობრივ და მაღალი პროდუქტიულობის სამუშაო ადგილებს, საბოლოოდ კი სიმდიდრე "არ იჟონება ქვემოთ". ამიტომაც ასეთი ეკონომიკის პირდაპირი შედეგია სოციალური სტაგნაცია, დაბალი სოციალური მობილობა, ახალგაზრდების ემიგრაცია და საშუალო კლასის სისუსტე.
უფრო მეტიც დააკვირდით, სერვისის სექტორებში კონკურენციის არარსებობის გამო, ხშირად ხდება (და ეს ჩვენი ყველას რეალობაა) ფასების გადაჭარბებული ზრდა, რაც საბოლოოდ მოქალაქეებს ე.წ. "ფარული გადასახადების" სახით აწვება.იმის გამო, რომ ასეთ ეკონომიკაში ეს სოციალური ტვირთი და ხარჯი ნაკლებად ხილულია, ის ნაკლებად ხდება პოლიტიკური დებატის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირია და სისტემური.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას.
4.
უფრო ფართოდ და კრიტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოდელი ქმნის რეალობას, სადაც ვიწრო ეკონომიკურ ელიტა მუდმივად უპირისპირდება ფართო და მასობრივ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას და რომელიც, მათი შრომისა და გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება. ამიტომაც ეს არის არა უბრალოდ სიმდიდრის კონცენტრაცია, არამედ კაპიტალის უპირატესობა შრომაზე და მისი ამოღება ჩვენი შრომიდან და ოჯახებიდან (ყოველდღიური უსამართლოდ გაზრდილი მოსაკრებლებისა და ხარჯების სახით).
5.
ძალიან თვალში საცემია პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმის მემკვიდრეობა. 90-იანი წლებში დაგროვებული სიმდიდრე და პრივატიზაციის გზით მიღებული რესურსები და რაც ყველაზე მთავარია ამ მდიდარი მეწარმეების ასაკი. 50 + ასაკშია 100 ყველაზე მდიდარი ადამიანიდან 70, რაც აჩვენებს რომ სიმდიდრის 70 % ძველი ბიზნეს ელიტა ფლობს. ეს ტიპები გამდიდრდა 90-იანი და 2000-იანი წლების კრიზისების დროს, მგონი, მათმა მეზობლებმაც იციან.
ამასთან საინტერესოა, რომ ამ სიმდიდრის 15-20 % კავშირშია პოსტსაბჭოთა კაპიტალთან გეოგრაფიულად.
ამასთან თვალში საცემია ოჯახური კაპიტალიზმი. რეალურად ამ ბიზნესების 25-30% ოჯახურ/კლანური სტრუქტურებშია მოქცეული და მასში ცირკულირებს. ანუ სიმდიდრე ბრუნავს იგივე წრეში და არ ახასიათებს მობილობა.
ის რომ საქართველო არ არის რესურსებით მდიდარი, ამ კლანური, ოლიგოპოლიური და დახურული ეკონომიკური სისტემის ზიანს უფრო ამსუბუქებს, თორემ ჩვენ მერე გვენახა აქ ავტოკრატია და შუა აზია.
6.
ცხადია, რომ ყველაზე თვალში საცემი პატერნი ეს ეკონომიკის და პოლიტიკის გადაჯაჭვაა და აშკარა მოძრაობა, როგორც ბიზნესიდან პოლიტიკაში, ისე პირიქით, პოლიტიკიდან ბიზნესში. მონაცემების დათვლით, ამ 100 ფიგურიდან 35-40% აქვს პირდაპირი თუ არაპირდაპირი პოლიტიკური კავშირი. ცხადია, რომ ამ პირობებში პოლიტიკა ხდება უფრო მგრძნობიარე ელიტების ინტერესების მიმართ და არა ამომრჩევლისა და ხალხის მიმართ.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები