მერაბ The machine დვალიშვილი X თეგეტა — პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
ფოტო: თეგეტა
UFC-ს ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის პარტნიორი გახდა. საერთაშორისო მასშტაბის ქართველი სპორტსმენი ავტოსფეროს ლიდერი კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში ჩაერთვება. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი თეგეტას მულტიფუნქციურ სერვისცენტრში ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და ქართველმა ჩემპიონმა მოაწერეს ხელი. პარტნიორობა იმ პრინციპებს ეფუძნება, რომელიც ორივე მხარისთვის ფუნდამენტურია — მუდმივი განვითარება, მაღალი ხარისხი და შეუჩერებელი შრომა მიზნის მისაღწევად.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “მოხარულები ვართ, რომ მერაბ დვალიშვილი თეგეტას დიდი ოჯახის წევრი გახდა. ჩვენთვის მერაბი იმ შეუპოვრობის სიმბოლოა, რომელზეც ჰოლდინგი უკვე სამი ათეული წელია შენდება. ეს არის გამძლეობა, მუდმივი თვითგანვითარება და ამბიცია, იყო პირველი შენს სფეროში. მერაბ დვალიშვილი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ გამართული მუშაობითა და სწორი ღირებულებებით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია.
თანამედროვე ბრენდებისთვის პარტნიორობა მხოლოდ კომერციული შეთანხმება აღარ არის, ის საერთო ღირებულებებისა და ხედვის თანხვედრაა. სწორედ ასეთ კავშირს ქმნის თეგეტა ქართველ სპორტულ ვარსკვლავთან, მერაბ დვალიშვილთან, რომელიც დღეს ძლიერი პერსონალური ბრენდია. შესაბამისად, ეს მეგობრობა ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე მარკეტინგული გადაწყვეტილება.
გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ახალ ენერგიას მოუტანს, როგორც ჩვენს გუნდს, ისე მომხმარებლებსა და საზოგადოებას“.
მერაბ The Machine დვალიშვილი თეგეტას აქტივობებში მთელი ჰოლდინგის მასშტაბით ჩაერთვება. თანამშრომლობა შეეხება, როგორც საიმიჯო პროექტებს, ისე კომპანიის მიზნებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კამპანიებს. პარტნიორობის ფარგლებში შეუჩერებელი მანქანა თეგეტას ინოვაციურ მიდგომებსა და განვითარების დინამიკას წარმოაჩენს.
თავად ჩემპიონისთვის ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიასთან მეგობრობა ბუნებრივი გაგრძელებაა იმ გზისა, რომელიც მან პატარა ნაბიჯებით, თუმცა დიდი მიზნებით დაიწყო. ამბობს, რომ ამ სათქმელის მიტანა განსაკუთრებით ახალ თაობამდე სურს. თანამშრომლობის ერთ-ერთი ხაზიც სწორედ ახალგაზრდების მოტივირება იქნება.
მერაბ დვალიშვილი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი: “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეგეტასთან თანამშრომლობა. ორივემ პატარა საქმითა და დიდი მიზნებით დავიწყეთ საქმიანობა. როდესაც ვშრომობთ, ყოველთვის გვიფასდება, მაგრამ მთავარი გამუდმებული წინსვლაა. ეს არის ჩემი წარმატების ფორმულა, რომელსაც ახლა, თეგეტასთან ერთად, სხვებსაც გავუზიარებ.
ყველგან, სადაც შანსი მეძლევა, ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ, მაქსიმუმი გააკეთონ მიზნის მისაღწევად და როდესაც შედეგი დადგება, ახალი ამოცანა დაისახონ.
ეს არის გზა, რომელიც ავირჩიე. შესაბამისად, არ ვაპირებ გაჩერებას, ისევე როგორც თეგეტა, რომელიც სულ ვითარდება. ახლა ჩვენი მეგობრობით ერთმანეთს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“.
The Machine-სა და თეგეტას შორის პარტნიორობა განსაკუთრებით სიმბოლურია ახლა, როდესაც მერაბ დვალიშვილი კარიერის მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის ემზადება.
წინ პრინციპული დაპირისპირებებია: 18 აპრილს RAF-ის (Real American Freestyle) მთავარი შეხვედრის მონაწილე იქნება. პარალელურად, ქართველი მებრძოლი პიოტრ იანთან ტრილოგიისთვის ემზადება, სადაც სასწორზე საჩემპიონო ქამარი დევს. თეგეტა, როგორც მერაბ დვალიშვილის გულშემატკივარი და ახლა უკვე პარტნიორი, ამ გადამწყვეტ ეტაპზე მხარს დაუჭერს სპორტსმენს.
ყოველ მიღწევას ახალი მიზნები უნდა მოჰყვეს — ასეთია მიდგომა, რომელიც თეგეტასა და მერაბ დვალიშვილს აერთიანებთ. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც წარმატებული სპორტსმენი ოქტაგონზე გადის და რომლითაც თეგეტა ბაზარზე ოპერირებს — მუდმივი წინსვლა და მოძრაობა, რომელიც შეუჩერებელია.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ
გადახედვა
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
კომენტარები