კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად
"ქვეყანა იყო ერთიანი, მტკიცე და ძლიერი. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისთვის, სოლიდარობისთვის", — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებაზე საუბრისას თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანა იყო ერთიანი, ძლიერი, მტკიცე, ხოლო ხალხმა უდიდესი ერთსულოვნება, თანადგომა და პატივისცემა გამოიჩინა პატრიარქის მიმართ
"მინდა, გამოვეხმაურო განვლილ მძიმე დღეებს, რომელიც საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. სულიერი მამის გარდაცვალების დღიდან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური შეხედულებებისა, გამოიჩინა უდიდესი ერთსულოვნება, თანადგომა და პატივისცემა პატრიარქის მიმართ. ხუთი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძრისკენ არ წყდებოდა მოქალაქეების რიგი, რომლებიც უკანასკნელ გზაზე პატივს მიაგებდნენ პატრიარქს. ხალხის ნაკადის გამო, მოგვიწია ტაძრის მიმდებარე არაერთი ქუჩის ჩაკეტვა და აიკრძალა ავტომანქანების გადაადგილება. მიუხედავად დიდი დისკომფორტისა, ჩვენ არ მიგვიღია არცერთი შეტყობინება, რომელიც მოქალაქეთა უკმაყოფილებას გამოხატავდა. ქვეყანა იყო ერთიანი, მტკიცე და ძლიერი. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისთვის, სოლიდარობისთვის", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, "მადლობა ასევე ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ ამ მძიმე წუთებში, გაიზიარეს ჩვენი საერთო ტკივილი და საზეიმო ღონისძიებებიც კი გააუქმეს. მჯერა, ჩვენი მოსახლეობა, შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით, აუღელვებლად; ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იქნება ადამიანი, მისი ღირსების პატივისცემა და თანადგომა", — აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.
"აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოგილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, რომელიც არა მხოლოდ რელიგიური, ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია. ძლიერი, დამოუკიდებელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის გარანტია. გილოცავთ, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი", — განაცხადა კალაძემ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები